დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში 9 მარტის მონაცემებით 09.03.2021 11:09

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით. 


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  273 137-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  267 015-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.


 ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17.


სულ  6 ოქტომბრიდან - 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანიმათ შორის თბილისში - 2 417 პირიაჭარაში - 453იმერეთში - 679.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ