დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ასეთი მიდგომებით ქვეყანა და ენერგეტიკა წინ ვერ წავა! - ნიკოლოზ მჭედლიშვილი 10.03.2021 17:17

ნათია თურნავამ ნამახვანის ჰესთან დაკავშირებული საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში განაცხადა, რომ დაახლოებით 100 ჰესის მშენებლობა არ იწყება ქვეყანაში ადგილობრივიი მოსახლოების წინააღმდეგობის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"თუკი დიდი, ნამახვანის 400 მეგავატი სიმძლავრი ჰესი ჯდება დაალოებით $800 მილიონი, ანუ ერთი მეგავატის მშენებლობა $2 მილიონი, შეგვიძლია უხეში დათვლებით შევაფასოთ რამდენი შეიძლება დაჯდეს ამ ხსენებული 100 ჰესის მშენებლობა მთლიანობაში.


რა თქმა უნდა, ყველა ეს ჰესი ნამახვანის სიდიდის არ არის, და იქნება საუშალო და პატარებიც, მაგრამ, ჩემი შეფასებით, თუკი საშუალოდ ერთი ჰესის აშენება $100 მილიონი დაჯდება, მაშინ ქვეყანა დაახლოებიით $10 მილიარდის ინვესტიციას კარგავს.


გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ახალი ელექტროენერგიის გენერაცია უკვე არსებული უზარმაზარი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ჩვენ უბრალოდ ინვესტიიციების ვკარგავთ, რაც თვისობრივად სხვა ქვეყანას მოგვცემდა რამდენიმე წელიწადში.


ისევ უხეშად რომ შევაფასოთ, ერთი ჰესის მშენებლობა რომ გაიწელოს დაახლოებით ხუთი წელი, გამოდის, რომ ქვეყანა წელიწადში $2 მილიარდის ინვესტიციებს კარგავს, ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი უნდა იყოს (მიახლოებით).


ანუ, რა გამოდის? ქვეყნის ეკონომიკური ზრდა საშუალო 5 პროცენტის მაგივრად გვექნებოდა 10 პროცენტის ფარგლებში. შეიძლება მეტიც. დასათვლელია კარგად.
მთავრობა რას აკეთებს ენერგეტიკის მიმართულებით? არ არაფერს. ქვეყანაში და ხელისუფლებაში უნდა ესმოდეთ, რომ უსაფრთხოება მარტო ჯარი არ არის. მეტიც, უსაფრთოხება ქვეყნის ეკონომიკაზე და განათლებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ჯარზე.


ამის მაგალითი კი უამრავია მსოფლიოში, ქვეყნებს პრაქტიკულად ჯარი არ ჰყავთ, მაგრამ დაცულნი არიან, იმიტომ რომ მსოფლიოს დომინანტი ქვეყნების ინტერესის სფეროში არიან: სინგაპური, ტაივანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, კუვეიტი.
გავაგრძელო?
რა გააკეთა მთავრობამ მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით? არც არაფერი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა გუშინ პარლამენტში, რომ კანონი მათ მოსახლეობასთან ორჯერ შეხვედრას ავალდებულებდათ, მაგრამ შეხვდნენ გაცილებით მეტჯერ. ანუ, გეგმა გადაჭარბებით შეუსრულებიათ.


ასეთი მიდგომებით ქვეყანა და ენერგეტიკა წინ ვერ წავა!" - წერს მჭედლიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ