დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამუშაო შეხვედრა Horizon 2020 ის პროექტ "Caliper" - ის ფარგლებში 12.03.2021 17:43

მიმდინარე წლის 10 და 11 მარტს „ჰორიზონტი 2020"-ის მიერ დაფინანსებული პროექტის CALIPER ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტის სამუშაო ჯგუფში დაინტერესებულ მხარეებთან  გამართეს პირველი შეხვედრა-დიალოგი, რაც ითვალისწინებდა STEM-ის მიმართულებით გენდერული თანასწორობის გეგმებისთვის მონაცემების შეგროვებასა  და დამუშავებას.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 30 ინსტიტუციამ, რომელთა შორის იყვნენ სამინისტროს, აკადემიის, ბიზნეს სექტორის, გენდერული კვლევის ცენტრების წარმომადგენლები. შეხვედრა გაყოფილი იყო 2 ნაწილად. პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის პრეზენტაციასა და დამსწრე საზოგადოებას შორის აზრთა გაცვლას საქართველოში  გენდერული ბალანსის შესახებ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე  და სამომავლო პერსპექტივებზე. ღონისძიების მეორე ნაწილში მონაწილეებმა დიალოგის ფორმატში მოახდინეს არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მიზნებისა და რისკების განსაზღვრა და მათი გადაჭრის გზების გაანალიზება. საუბარი ასევე დაეთმო ბაზარზე კვლევის შედეგების ტრანსფერისას გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის საკითხებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები