დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სამ მეტროსადგურს: „ახმეტელის თეატრს,“ „მარჯანიშვილსა“ და „თავისუფლების მოედანს“ შესაძლოა, მეორე ამოსასვლელი გაუკეთდეს 21.03.2021 20:53

თბილისი მეტროს 2021 წლის მარტის მდგომარეობით 192 ვაგონი ემსახურება. დაგეგმილია 40 ახალი ვაგონის შესყიდვა. განხილვის ეტაპზეა გვირაბებში ინტერნეტკავშირის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სადგურ „ახმეტელის თეატრზე“ მეორე ამოსასვლელის მოწყობა. უახლოეს პერიოდში მეტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ Commersant-მა ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო სამსახურიდან გამოითხოვა.

 

ვაგონების დამატების გარდა, მერია სადგურების განახლებასაც გეგმავს. ამჟამად რესტავრაცია სადგურ „გოცირიძეს“ უტარდება, რომლის ფარგლებშიც მგზავრთა მოსაცდელი ბაქნები გადაიხურება. შშმ პირებისთვის სადგურს სპეციალურ ლიფტებიც დაემატება. ამ ეტაპზე 23-დან არც ერთი სადგური შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სხვა მეტროსადგურების დაგეგმილი რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი ადაპტირება. თუმცა რას გულისხმომს „მაქსიმალურად გათვალისწინებული ადაპტირება“ უცნობია.

 

სამ მეტროსადგურს: „ახმეტელის თეატრს,“ „მარჯანიშვილსა“ და „თავისუფლების მოედანს“ შესაძლოა მეორე ამოსასვლელი გაუკეთდეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და განხილვის პროცესშია.

 

„ახმეტელის თეატრი“ ყველაზე დატვირთული სადგურია. მეორე ამოსავლელის მოწყობა შეშელიძის ქუჩაზეა გათვალისწინებული. გვირაბი უკვე გაკეთებულია საჭიროა მისი სადგურთან მიერთება და ესკალატორის დამონტაჟება. ჯერჯერობითარც ზედა ვისტიბიულის მშენებლობა დაწყებულა. სამუშაოების ნაწილი საბჭოთა დროს ჩატარებულია „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელზეც.

 

ყველაზე სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გვირაბში ინტერნეტისა და მობილრი კავშირის არარსებობა წარმოადგენს. როგორც Commersant-ს სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს საკითხი განხილვის ეტაპზეა.

 

 

წყარო: კომერსანტი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ