დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს ეკონომიკა გლობალურ პანდემიურ კრიზისთან ადაპტირებულია – გიორგი ცუცქირიძე 23.03.2021 22:32

ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა გლობალურ პანდემიურ კრიზისთან ადაპტირებულია. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

„დღეს ეკონომიკის არსებულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. ვიცით, რომ იანვარი ეკონომიკისთვის შედარებით მძიმე იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის მეორე „ლოქდაუნის“ ფაზაში იყო მოქცეული. გასული წლის მარტის ბოლოს „ლოქდაუნის“ პირველი ფაზა საკმაოდ მკაცრი იყო, ნოემბრის ბოლოს მეორე ჩაკეტვა მოხდა, რომელიც დეკემბერ-იანვარ-თებერვალს მოიცავდა. ბუნებრივია, იანვარი ეკონომიკისთვის გარკვეული ნეგატიური ფაქტორის მატარებელი იყო. თუმცა, საგულისხმოა, რომ ავიღოთ პირველი ორი თვის მაჩვენებელი, იანვარ-თებერვლის და შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. პირველ ყოვლისა, ტენდენციები შეიძლება, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით განვსაზღვროთ. ერთერთი მთავარი მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვაა როგორც ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისირთ, ისე – ზოგადი ტენდენციების თვალსაზრისით. ხაზი მინდა, გავუსვა ერთ რამეს – სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი პირველი ორი თვის მიხედვით 40 % -ია. რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 3 %-ითაა გაუმჯობესებული. ეს არ არის პატარა ფაქტორი. გასულ წელს როცა ვადარებთ, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი რამ, რომ გასულ წელს იანვარ-თებერვალში ჩვენ „ლოქდაუნი“ არ გვქონდა. ვხედავთ, რომ იგივე წმინდა ექსპორტი, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, ინავარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით გაზრდილი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი: ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, ზუსტად იმ კრიტერიუმებზე იყო აგებული, რომ ეკონომიკის თვითკმარიზაცია მაქსიმალურად მომხდარიყო. გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, რომ იმ ეკონომიკებმა შედარებით ნაკლები დარტყმა მიიღეს, სადაც ეკონომიკა უფრო თვითკმარი იყო. თვითკმარი ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა იმპორტსა და საგარეო ფაქტორებზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა იყოს. ის შედეგი, რასაც ვხედავთ, პირველ ყოვლისა, ამ პროგრამის პოზიტივია. ამ პროგრამამ მოიტანა. მეორე თუ შევხედავთ იმას, თუ როგორია ზოგადად ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებელი – არცერთი პროგრამა არ შეჩერებულა, რომელიც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას უჭერდა მხარს. ეს ეხება პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ მთელ რიგ კომპონენტებს, აგროსექტორში მიმდინარე აგროპროგრამებს. ასევე, ეკონომიკაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მხოლოდ პოზიტიურად აისახა. ბევრ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება შემცირდა, ჩვენთან პირიქით, ინფრასტრუქტურული პროექტები გაიზარადა. ამან პოზიტიური ფაქტორი ითამაშა როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისევე, დასაქმებაზე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მანვე განმარტება რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

 


„მესამე ფაქტორი, რომლითაც შეიძლება, ეკონომიკის დღვანდელი მოცემულობა შევაფასოთ: თუ როგორია სავალუტო კურსი გავლენა ეკონომიკაზე. რეალურად, რასაც ვხედავთ, რეფინანსირების განაკვეთი გაზრდილია. რეფინანსირების განაკვეთი ერთერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის შეზღუდვასა და მის ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე. რეფინასირების განაკვეთის ზრდა, ბუნებრივია, ნეგატიურადაც აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც სესხები აღებული აქვთ ე.წ. რეფინასნირების განაკვეთთან ბმაში. ამ ტიპის მსესხებლებს გრძლევადიანი და იპოთეკური სესხები აქვთ. ბუნებრივია, როცა იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, საპროცენტო განაკვეთიც იზრდება და ამ ადამიანებს სესხის მომსახურება უძვრიდებათ. ეს რეალობაა. მაგრამ როცა რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, საპროცენტო განაკვეთიც მცირდება. ანუ არ უნდა განვიხილოთ ის, რომ საპროცენტო განაკვეთი მუდმივად იზრდება. მომავალში თუ ინფლაციური პროცესები შემცირდება, ბუნებრივია, რეფინანსირების განაკვეთიც დაიკლებს და დაიკლებს გადასახდელი პროცენტიც. ჩვენ ამ მოცემულობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ეკონომიკა იმავე ანტიკრიზისული პროგრამის ეფექტით ადაპტირებულია გლობალურ კრიზისთან. ანუ ეკონომიკის ადაპტირება მომხდარია – მიუხედავად იმისა, რომ ერთერთი მთავარი წამყვანი სექტორის ტურიზმის შემოსავლები, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შემცირებულია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, თუ მესამე „ლოქდაუნი“ არ გახდება საჭირო, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, 5 %-მდეც კი იყოს. „ვიმეორებ, ჩვენი ეკონომიკა ადაპტირებულია გლობალურ კრიზისთან. ყველა საერთაშორისო პროგნოზით, ვგულისხმობ წამყვან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს, ჩვენთან საერთაშორისო გლობალური საკრედიტო რეიტინგი არ გაუარესებულა. ერთერთი ინდიკატორი იმისა, რომ ეკონომიკა ადაპტირებულია ამ გლობალურ კრიზისთან, ზუსტად ესაა. არც fitch-ს შეუმცირებია და არც S&P Global-ს. თუ არ დაგვჭირდება მესამე „ლოქდაუნი“, ეკონომიკური ზრდა, იგივე fitch-ის პროგნოზით, 4 %-ზე მეტი გვექნება. თუმცა, ჩემი პროგნოზით შეიძლება, უკეთესიც გვქონდეს, შეიძლება 4, 5 და 5 %-მდეც კი იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მაჩვენებლები კარგია ინვესტიციებისა და ინვესტორებისთვის.

 


ასევე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ, ბოკიოტისა და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, ეკონომიკაზე ამ ყველაფრის გავლენა არ იყო კატასტროფული. ნეგატიური, ბუნებრივია, იყო, მათ შორის – ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის აჩერებს ინვესტიციებს. 6-თვიანი ბოიკოტი პატარა დრო არაა. პოლიტიკური ბიპოლარიზაციის მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკის ტრენდი პოზიტიურად უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

 


ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.


„თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 124 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ