დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - დეტალები 24.03.2021 16:05

მიანმარში პოლიციამ ქალაქ მანდალაიში 7 წლის გოგონა მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.

 

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.

 

აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 261 ადამიანია მოკლული.

 

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ