დღე: 30

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

საფრანგეთში 24 წლის სტუდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაიცვალა 24.03.2021 20:48

საფრანგეთში 24 წლის სტუდენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  ინფორმაციას საფრანგეთის წამლების სააგენტო (ANSM) ავრცელებს.

 

“აღნიშნული შემთხვევა კლინიკური გამოძების მიზეზი გახდა”, – ნათქვამია რეგულატორის კომუნიკეში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსენონს საფუძველი, ლეტალური შემთხვევა “ასტრაზენეკას” ვაქცინას დაუკავშირდეს. ადგილობრივი გაზეთის – Sud Ouest -ის ინფორმაციით, გარდაცვლილია მედიკოსი სტუდენტი ნანტიდან. იგი8 მარტს აიცრა და ათი დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ ჰქონდა. ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბით გამოწვეული შინაგანი სისხლდენა გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ