13:02 26.03.2021
"ასტრაზენეკას" სპრეი - ვისზეა გათვლილი ვაქცინის ახალი ფორმა

ბრიტანულ-შვედურმა კომპანიამ - „ასტრაზენეკა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა მონაწილეთა შეგროვება დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოსაცდელად.

 

პრეპარატი ამჯერად, ე.წ. ცხვირის სპრეის ფორმით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ Financial Times მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ცდების პირველ ეტაპზე 30 ფიზიკურად ჯანმრთელი, ზრდასრული 40 წლამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

 

მონაწილეთა ნახევარი პრეპარატის ერთ დოზას მიიღებს, მეორე ნახევარი - ორს. ცდა დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდება.

 

ვაქცინის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მასში კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართვა იგეგმება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge