დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გონება, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, ანგრევს სახელმწიფოს - ნელსონ მანდელა 26.03.2021 16:43

ნელსონ მანდელა-სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი მესამედი პატიმრობაში გაატარა და ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას, შემდეგ, სამი ათეული წელი ციხეში გაატარა, როგორც პოლიტიკურმა პატიმარმა.


გთავაზობთ ამონარიდს, ნელსონ მანდელას ცხოვრებიდან:



როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემს მცველებს ვუთხარი, ქალაქში გაგვესეირნა.


ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთ რესტორანში შევედით. ყველამ თავისი შეკვეთა მისცა მიმტანს. სანამ საჭმელს მოიტანდნენ,  რესტორანი შევათვალიერე. ჩემს წინ მაგიდასთან ერთი კაცი იჯდა და სადილს მარტო შეექცეოდა.


მე ჩვენს სუფრასთან მოვიპატიჟე. კაცი გადმოჯდა. მთელი სადილის განმავლობაში თეფშიდან თავი არ აუწევია და ხელები საშინლად უკანკალებდა.


სადილობას მორჩა, მე ხელი გავუწოდე.


თავჩაღუნულმა ნაჩქარევად ჩამომართვა და სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა.


- ეს კაცი ალბათ ავადაა,  როგორ კანკალებდა -მითხრა დაცვის წევრმა.


- არა, არ არის ავად.


- ფეხზე ძლივს იდგა, ავადაა.


- არა მეთქი - მივუგე მე.


როცა ციხეში ვიჯექი, ეს კაცი ჩემი საკნის მცველი იყო. როცა ნაწამებს შემათრევდნენ, დამაგდებდნენ და წყალს ვითხოვდი, ეს კაცი დამცინოდა და თავზე მაშარდავდა. ახლა, მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ჰგონია, სამაგიეროს გადავუხდი და ციხეში ამოვალპობ...


გონება, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, ანგრევს სახელმწიფოს.


და გონება, რომელიც შერიგებისკენ ესწრაფვის, ერად აყალიბებს მას!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ