დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კორონავირუსის ახალი ტესტი პასუხს 20 წამში იძლევა 26.03.2021 17:34

ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა, რომლის საშუალებით კოვიდ-19-ის გამოვლენა 20 წამშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პროდუქტის სადისტრიბუციო კომპანია Histate-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

Histate-ში აცხადებენ, რომ ტესტის გამოყენება მიზანშეწონილია აეროპორტებში, სპორტულ და ბიზნეს დაწესებულებებში. მათი განმარტებით, ტესტის დროს პაციენტის ნერწყვის ანალიზი ტარდება და მისი მგრძნობელობა 98.1%-ია.

 

ტესტი ბრიტანულმა სტარტაპმა iAbra-მ და კომპანია TT Electronics-მა შექმნეს. ის უკვე გამოსცადეს „ჰითროუს აეროპორტში.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ