დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი, მათ შორის ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია 27.03.2021 13:03

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების მეთაურებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტს და რუსეთის პრეზიდენტს ორდღიან შეხვედრაზე დასწრება სთხოვეს, რომლის მონაწილეებიც ადამიანის ქმედებების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.

 

„მათ იციან, რომ მოწვეულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან მისაუბრია,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შესახებ საუბრისას.

 

ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული სამიტი 22 აპრილს, “დედამიწის დღეს“ დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

 

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების პირველივე დღეს შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდებოდა დონალდ ტრამპის მიერ დატოვებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც 2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ