ძველ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 60-წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. ასევე, აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge