18:25 27.03.2021
მე ყველაზე დიდი პრიზი მაქვს, რასაც ჩემი ხალხის სიყვარული ჰქვია - ხოსე მუხიკა
“ხოსე მუხიკა როცა წარადგინეს ნობელის მშვიდობის პრემიაზე, უარი განაცხადა.
მას ჰკითხეს თუ რატომ თქვა უარი.
- რაში მჭირდებოდა მედალი? უპასუხა ხოსემ.
ჩემი მედალია როცა ქუჩაში თავისუფლად დავდივარ, ადამიანები მეხვევიან, ერთად ვსხდებით ბარში, მივირთმევთ ან ყავას ვსამთ.
მე არავინ დამსდევს, არავინ მლანძღავს, არავინ ეძებს ანგარიშებს ბანკებში, რადგან არასოდეს მქონია.
ჩემი ქვეყნის ხალხის სიყვარულია ჩემთვის მედალიც, ნობელის პრემიაც და უფრო მეტიც.
ჩემი მედალია, როცა 4 და 5 შვილიან ოჯახს, რომელსაც მშობელი აკლია, ჭერი ექნებათ თავზე, საკვები და განათლება. როცა მათ გახარებულ სახეს ვუყურებ ვერცერთი მსოფლიოს მედლები ვერ შეედრება.
მე პატარა ბავშვი არა ვარ გულზე ჩამოსაკიდი სათამაშოები გამიხარდეს, ან დიდ დარბაზში დაკრული აპლოდისმენტები.
მიხარია როცა ტაშს ჩემი ხალხი მიკრავს და სიყვარულით პეპეს მეძახიან.
აბა გაიხსენეთ რამდენ ლიდერს დაკიდეს ეგ მედლები და არც კი ეცხოვრებათ საკუთარ სამშობლოში.
არ არსებობენ გლახა ერები. არსებობენ გლახა მართველები და ამას მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოქალაქე ხედავს. გინდათ, რომ ადამიანებს უყვარდეთ,
ჰოდა თქვენც უნდა გიყვარდეთ ისინი.
ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო - ურუგვაის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge