ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღეს მთელ ქვეყანას დაძაბული დღე ექნება. "ფასილიტაციის" 4 რაუნდის შემდეგ, იწყება "მედიაციის" მე-3 ეტაპი.
შეცდომა დაუშვა ქართულმა ოცნებამ. შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში ნიკოლა სარკოზის გათავისუფლების საკითხი უნდა შეეტანა. ჯერ ერთი 6-ანს 7-ანი სჯობს. მეორე, სათქმელი ექნებოდათ, შარლ მიშელის გეგმაში სარკოზის გათავისუფლების საკითხი დევსო. ჰოდა, მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ, სარკოზის დაიხსნიდნენ, თორემ ისიც სამაჯურით ზის სახლში და ვერ ხვდება, რომ ფანჯარაში უნდა მოისროლოს.
მოკლედ, დღეს 51-ეჯერ მოვისმენთ ჩიხლაძის, ბუაძის, გეგელიას, ვაშაძის და დაბოლილების კომენტარებს, ჯერ შესვლამდე, შემდეგ 12-საათიანი მოლაპარაკებების მერე. შესვლამდე რასაც იტყვიან, ტექსტი ხომ იცით ზეპირად?! არაუშავს, მაინც მოგვასმენინებენ. გამეორება სწავლის დედააო. გამოსვლის შემდეგ რას ილაპარაკებენ მაგის პროგნოზი არ მომთხოვოთ. ხომ იცით, რომ მეორე პუნქტის პირველი ნაწილი იქნება მთავარი საძიძგილაო.
ბატი-ბუტი მოვიმარაგოთ. რაგბის და ფეხბურთის საღამოებს შემდეგ, არანაკლებ დაძაბული საღამო გვექნება,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge