დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ჩვენმა ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების ფაქტიურად 80-90% აჩვენა, ესპანეთმა - ნახევარიც ვერა" 29.03.2021 13:41

თავს ზემოთ ძალა არ არის. გუშინდელ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების ფაქტიურად 80-90% აჩვენა, ესპანეთმა - ალბათ ნახევარიც ვერა, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"მოტივაცია და სპორტული თავდადება არ გვაკლდა, მაგრამ, ბუნებრივია - ჯერ არა გვაქვს სათანადო კლასი, რომ ასეთ გრანდს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. მართლაც, ფიფას რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 89-ე, ხოლო ესპანეთი - მე-6 ნაკრებია.


გასაკვირი არ არის, რომ მე-2 ტაიმში ესპანეთმა ფაქტიურად საკუთარ საჯარიმოს მიგვაჯაჭვა. მათ ცუდად ითამაშეს, თავიანთი სათამაშო კლასი ადექვატურ უპირატესობად ვერ აქციეს, თორემ - დიდი ანგარიშით დაგვამარცხებდნენ. თავდადებული თამაშით და ცოტა იმიტომაც, რომ გაგვიმართლა -ძალიან კარგია, რომ არ გავნადგურდით, რადგან მხოლოდ ჩამშლელებითა და ერთი-ორი გამქცევით (უწინარესად - კვარაცხელია) ესპანეთთან დიდად ვერაფერს გააწყობ: არც ბურთს გაგაკარებს და არც ცენტრამდე ამოსვლის საშუალებას მოგცემს. გვჭირდება ჩივაძის (დაცვიდან ბურთის ამომტანის), მაჩაიძის (ბურთის დამჭერის) და ყიფიანის (გამთამაშებლის) საკვანძო პოზიციები ნაკრებში, რაც, აგერ 30 წელია, ვერ იქნა და ვერ გვეღირსა... არც ის გამოგვიდის დიდად, რომ ამ საკვანძო ფუნქციების შესრულებას გუნდური ძალისხმევითა და ორგანიზებულობით ახერხებ. არც გამოგვივა - ე.წ. უნივერსლური და „ტოტალური“ ფეხბურთი საქართველოს სტილი ტრადიციულად - არ ყოფილა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არ იყო გვარი მისიო“ და ტყუილად, არც უნდა ვეცადოთ.


გუნდის ცალკეულ რგოლში კაშკაშა ლიდერების, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილი ამ სტრატეგიული ფუნქციების შესრულება ძალუძთ (თუნდაც სამივესი არა, ერთ-ერთისა მაინც!) გარეშე კი, მხოლოდ ერთი-ორი გამქცევისა და დანარჩენი „ჩამშლელების“ იმედად, საქართველოს ნაკრების კლასზე, ისევე როგორც ქართული ფეხბურთის ტრადიციულ სტილზე და ძველ, სანატრელ ხელწერაზე, საუბარი არასერიოზულია", - წერს ზარიდაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ