დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სხვა პირობებზე დათანხმება პოლიტიკური შეცდომა იქნება - გია ხუხაშვილი 30.03.2021 12:30

თუ შემოთავაზებულ დოკუმენტში არ იქნება საუბარი რაიმე დათქმით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნებისმიერ სხვა პირობებზე დათანხმება მართლმსაჯულების, ან საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური შეცდომა, - ამის შესახებ გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"ამით მხოლოდ დამატებით ლეგიტიმაციას აძლევენ ხელისუფლების მკვდრადშობილ "კეთილ ნებას" რეფორმებთან დაკავშირებით და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს.



ამიტომ, უკეთესია მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება უპირობო პარლამენტში შესვლაზე შემდეგი ფორმულირებით - "არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვითვალისწინებთ დეფაქტო მდგომარეობას, მაღალ სახელმწიფოებრივ რისკებს, ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოცნას, რათა მივაღწიოთ რეალურ და არა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ფსევდო რეფორმებს.



ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული," - წერს ხუხაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ