დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ერთიანდება - ჩაერთვება თუ არა რუსეთი ახალ ინიციატივაში 30.03.2021 17:26

„პანდემიას ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“ – აღნიშნულ ხელშეკრულებას 20-მდე ქვეყნის ლიდერი აწერს ხელს, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონი, გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი - ვლადიმერ ზელენსკი.

 

ლიდერები კორონავირუსის პანდემიას ყველაზე სერიოზულ გამოწვევად თვლიან და მსოფლიოს მოუწოდებენ, რომ გაერთიანდნენ ამ ვერაგი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევ, შექმნან ჯანმრთელობის დაცვის ახალი საერთაშორისო სისტემა მომავალი თაობების დაცვის მიზნით.

 

ისინი პირობას დებენ, რომ, როგორც ამჟამად, ისე სამომავლო პანდემიების პირობებში ყველა ვაქცინებითა და სხვა წამლებით თანასწორად იქნება უზრუნველყოფილი.

 

რამდენად გაამართლებს ეს იდეა და რომელი ქვეყანა შეიძლება არ ჩაერთოს ამ ინიციატივაში? - აღნიშნულ საკითხზე, ჯორჯიან თაიმსი პოლიტიკურ მიმომხილველ -  სიმონ კილაძეს ესაუბრა:

 

კორონავირუსის პანდემიას გლობალური მნიშვნელობა აქვს და ერთი სახელმწიფო, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს,  ვერ გაუმკლავდება. ეს ინფექცია დედამიწის მასშტაბით სწრაფად ვრცელდება და ყველა სახელმწიფოს მოსახლეობას ემუქრება. უკვე მომსწრე ვართ, რომ პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია, არ დარჩენილა არცერთი კონტინენტი, სადაც, ინფიცირების ფაქტები გამოვლენილი არ იყოს.


ერთობლივი ძალისხმევა მართლაც აუცილებელია. ეს საკითხი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. სახელმწიფოები  სოლიდარობას ისედაც იჩენდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. წელიწადზე მეტია, რაც  პანდემიას ვებრძვით. XXI საუკუნეში, სამედიცინო ტექნოლოგიები განვითარებულია და გვეგონა, რომ ყველა ინფექციას სწრაფად დავამარცხებდით. თუმცა, ეს ვირუსი ვერ დავამარცხეთ.


კაცობრიობამ  ჯერჯერობით  ვერ შექმნა 100% -იანი უებარი  ვაქცინა, რომელიც ვირუსს შეაჩერებდასამომავლოდ შესაძლოა პანდემია დავამარცხოთ, მაგრამ ამჟამად, მსოფლიო ისევ ელის მესამე ტალღას.


დაავადება მაინც საფრთხის მომტანია. აქედან გამომდინარე, 20-მდე ქვეყნის მოწოდება, რომელიც ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა, მართლაც დროულია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებას მოსპობს, გათვალისწინებული იქნება ყველა პრობლემა, რომ როგორმე ერთი ძალისხმევით ამ ვერაგ დაავადებას უწამლონიმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს ინიციატივა პოზიტიურ ნაყოფს გამოიღებს,“- აღნიშნავს პოლიტიკური მიმომხილველი.

 

მისი თქმით, რუსეთი უარს არ აცხადებს აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა მას გარკვეული ფაქტორები აფერხებს.

 

გარკვეული უთანხმოებაა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რუსებს აქვთ საკუთარი ვაქცინა და აცხადებენ, რომ მისი ეფექტიანობა 91% -ია. ასევე, გვაქვს დასავლეთ ევროპაში შექმნილი ვაქცინები: "ასტრაზენეკა", "ფაიზერი" და კიდევ სხვები. ევროპა იცავს საკუთარ ვაქცინას, რუსეთიც -საკუთარსქვეყნებმაც სხვადასხვა ორიენტაცია აიღეს - ზოგმა ევროპული აირჩია, ზოგმა - რუსული. რუსეთი რამდენად იქნება ამ სოლიდარობაში ჩართული, ეს დროის საკითხია. ის უარს არ აცხადებს ამ სოლიდარობაზე, თუმცა, აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მისი ვაქცინა უნდა შეიძინონ. რუსეთსაც სურს საკუთარი ვაქცინის გასაღება, ისევე,  როგორც - ევროკავშირს.

 

ევროკავშირში რუსული ვაქცინა თავისუფლად რომ გავრცელდეს, ამას  სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ეს კი ჭიანურდება,“- აცხადებს სიმონ კილაძე.

 

როგორც ბრიტანული გამოცემადეილი ტელეგრაფი“ («The Daily Telegraph») წერს, პუბლიკაციაზე ხელმომწერი ლიდერები მსოფლიოს სთავაზობენ დაიდოს ახალი საერთაშორისო პაქტი, რათა პლანეტა მომზადებული შეხვდეს ახალ სავარაუდო პანდემიებს. პაქტის დადება ჯანმო- ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს.

 

აღნიშნულ საკითხს ჩვენთან საუბარში სიმონ კილაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მიმართვა და მოწოდება სამომავლო პერსპექტივებისთვისაა გათვლილი.

 

არავინ ელოდებოდა ამ პანდემიასაც და შესაბამისად, სამომავლოდაც არავინაა დაზღვეული სხვა ვირუსების გავრცელებისგანადრეც იყო ეპიდემიები. პაქტი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ფარგლებში იქნება დადებული. ეს იქნება პრიორიტეტი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ჩაიწერება, რომ ყველა ადამიანი იქნება თანასწორი ვაქცინის მიღებისთვის.


ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინას გამოკვლევა დასჭირდა, შემდეგ შემუშავება, ქარხანაში ჩაშვება და წარმოება. მოუმზადებელი ვიყავით ყველანაირად. ამიერიდან, ალბათ იმ პაქტში გაითვალისწინებენ ამას და კაცობრიობა მომზადებული დახვდება. ვთვლი, რომ ეს პაქტი აუცილებლად უნდა გაფორმდეს და მას ყველა სახელმწიფო შეუერთდეს, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ, მაგრამ, საერთო მიზნის მისაღწევად დათმობაზე წავლენ,“-აცახადებს სიმონ კილაძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ