დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

როცა წაგებული პარტია არ აღიარებს მთელი სამყაროს მიერ აღიარებულ არჩევნებს, ესაა ვირუსი და თუ ერთხელ დაუშვებენ, მოედება სარეველასავით - ამირან სლუქვაძე 30.03.2021 20:46

ამირან სლუქვაძის პოსტი:
 
ფორმულამ საიდან გამოიტანა ინფორმაცია არ ვიცი. ეტყობა სანამ შევიდოდნენ, იცოდნენ შეთანების ტექსტი. ანუ, ვადამდელ არჩევნებს აღარ განიხილავენ, რურუა შემოდგომით გამოვა, მელიას გირაოს გადახდას, ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებსო. ეს თუ ასე მოხდა, ნიშნავს დასავლეთის მხრიდან იმის აღიარებას, რომ მელიას გირაო გადასახდელია. ვინ გადაიხდის, რა მნიშვნელობა აქვს?! ალეკო ელისაშვილმა რომ დააპირა, პირველი ხელფასიდან დავდებო, ჯვარს აცვეს და კინაღამ პარლამენტის ბოიკოტი დაარღვია, მანდ არ მომიყვანოო. ეს ისე... რაც შეეხება ახალ არჩევნებს, განა პრობლემაა ვინმეათვის?! გინდათ წელიწადში ორჯერ ჩაატარეთ. პრობლემაა, როცა წაგებული პარტია არ აღიარებს მთელი სამყაროს მიერ აღიარებულ არჩევნებს და არ შედის პარლამენტში. ესაა ვირუსი და თუ ერთხელ სადმე დაუშვებენ, მოედება სარეველასავით. დანარჩენ პუნქტებზე (სასამართლო, სააეჩევნო სისტემა) ისედაც მიდის მუშაობა. სჯობს დაველოდოთ. იმედია დღეს დაამთავრებენ და გავიგებთ რეალურ ინფორმაციას?! მაინც ვფიქრობ, რომ ენმ ჩაშლის, დიდი ალბათობით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ