დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბასილაშვილის საქმეზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ნელი დოროყაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა 30.03.2021 23:17

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება.

 

საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარგენილი ორი მოწმე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსისთვის" გახდა ცნობილი, მოწმეებმა დაზარალებულ ნელი დოროყაშვილთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენეს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მოწმის ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა და ისინი ადასტურებენ, რომ , 2020 წლის 21 მაისს, გამოძახების შედეგად ქუჩაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლის მიმდებარედ ნახეს დაზარალებული - ნელი დოროყაშვილი, ბავშვთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა ძლიერი სტრესის ქვეშ, ატირებული, იყო უკიდურესად აღელვებული, მარჯვენა მკლავის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, იგი იყო შიშისა და სტრესის ქვეშ. სასწრაფოს ექიმმა ნელის და ბავშვს ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს. როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომელმა დაზარალებულს ჰკითხა, იყო თუ არა ეს ძალადობის პირველი შემთხვევა, ნელიმ აღნიშნა, რომ ძალადობის ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონია ადგილი.

 

დღევანდელი სასამართლო პროცესი ორ საათს გაგრძელდა, შემდეგი სასამართლო პროცესი 19 აპრილს, 4 საათზეა ჩანიშნული. საქმეზე გრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ