დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა ხდებოდა სინამდვილეში - ლევან ნიკოლეიშვილი მოლაპარაკებების შესახებ 31.03.2021 12:10

პოლიტოლოგი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციისა დეა ხელისუფლების მოლაპარაკებებს ეხმაურება:

 

"მოლაპარაკების მე-2-ე რაუნდი!!!

 

„დასრულდა მოლაპარაკების მე-2-ე რაუნდი, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, პასუხისმგებლობა კი პოლიტიკურ კრიზისზე ეკისრება“...ეს არის დაახლოებით ის ფრაზა, რომელსაც ამ დღეებში ალბათ ბევრჯერ მოივისმენთ, სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ფორმით და ბევრი ადამიანისგან, როგორც ქართველებისგან ასევე უცხოელებისგან...

 

მაგრამ რა მოხდა და რა ხდება სინამდვილეში, აი ეს კი ნამდვილად ასახსნელიცაა და საინტერესოც:

 

• არავითარ პოლიტიკური კრიზისი რეალურად არ არსებობს, ესაა მოგონილი ამბავი ე.წ. ოპოზიციისა და მათი პროპაგანდის საშუალებების მიერ, სადაც მთავარი როლი მათ პარტიულ ტელევიზიებს აქვთ;

 

• გუშინ მაგალითად ზემოთ აღნიშნულმა ტელევიზიებმა გვამცნეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის მხარდასაჭერად-სინამდვილეში ეს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, 5-ნი რაოდენობრივად, სწორედ ისინი იყვნენ, რომლებიც სააკაშვილს ესხდნენ უკან კიევის ოფისში, როდესაც ბელადი ახალ სიბინძურეს აფრქვევდა ისევ და ისევ მისი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეკრანიდან, ისე სხვათაშორის არც ერთს არც პირბადე ეკეთა და საერთოდ სულ არ ანაღვლებთ ანტიკორონა რეგულაციები;

 

• მიუხედავად იმისა, მელიას ციხიდან გამოსვლის რამოდენიმე გზა არსებობს, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თვალსაჩინო წარმომადგენელმა უდუმაშვილმა, მოლაპარაკების დაწყების წინ ოფიციალურად განაცხადა მელიას ციხიდან გამოსვლა, რომ გვინდოდეს გირაოს გადავიხდიდითო- მოკლედ მელია ციხეში გვჭირდებაო, ჩვენ ყველასო, ასეთია ჩვენი ბელადის ნება და სურვილიო და ეს ყველამ ვიცითო, ერთადერთი ვინც ამას ვერ ხვდება თვითონ მელია არისო;

 

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა შემოგვთავაზა ბატონმა დანიელსონმა და რას და რატომ არ დათანხმდა რადიკალური ოპოზიცია:

• ამბიციური საარჩევნო რეფორმა- არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ოპოზიციას, რადგანაც, მისი განხორციელებისა და შემდგომი არჩევნების კვლავ წაგების შემთხვევაში, ძნელია იყვირო რომ არჩევნები გაყალბდა და საარჩევნო სიტემა არ ვარგა ვინაიდან, მათაც ექნებოდათ საარჩევნო სიტემის გაუმჯობესებაში მონაწილეობა მიღებული;

 

• სასამართლო რეფორმა- არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ოპოზიციას, რადგანაც, მისი განხორციელების შემთხვევაში, ვერ იყვირებს რომ სასამართლო სიტემა არ ვარგაო, ვინაიდან და რადგანაც სასამართლო სიტემის გაუმჯობესებაში მათაც ექნებოდათ მონაწილეობა მიღებული;

 

• პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება არ აწყობს ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან რომ მაშინ რაღაც საქმე უნდა აკეთონ და გაკეთებულ საქმეზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ, მათთვის გაცილებით კომფორტულია, არაფერია არ აკეთონ, გარდა ქუჩაში ყვირილისა, პარტელევიზიებში კეკლუცობისა და მათთან აფილირებულ უცხოელებთან ტირილ-წუწუნისა;

 

• არჩევნების საკითხი-,ეს გახლავთ ციტატა ბატონი დანიელსონის შეთავაზებიდან-„პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა." ძნელია და ვერ მოსთხოვ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ძნელია მოითხოვო ვადამდელი არჩევნები როცა, პროგრესულმა სამყარომ და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარა მისი ლეგიტიმურობა, თუ მართლა რადიკალი და ქვეყნის დამაქცევარი არ ხარ! -არ ენდობი არავის, არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს-“არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებლებმა წინასწარ შეფასებაში განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული” - ევროპელებს არ ენდობი, ამერიკელებს არ ენდობი ,ხალხის ხმა არ გესმის, ვინ ხართ? რა გინდათ?

და ბოლოს ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს- შედით პარლამენტში და თუ რამე გინდათ იქ გაარჩიეთ და იქ გადაწყვიტეთო!

ოპოზიციამ კი არა, არც პარლამენტში შევალთო, არც სააკაშვილის ბრძანებას არ დავარღვევთ და მაქსიმალურად შევეცდებით ქვეყანაში მინიმუმ არეულობა და რყევები გამოვიწვიოთო...და საერთოდ, ერთპარტიული ოპოზიცია ვართო!!!

ბატონებო და ქალბატონებო, ხელისუფლებასთანაც მაქვს ზოგი რამ სათქმელი:

 

• მისასალმებელია და დასაფასებელია, რომ მაქსიმალურად ცდილობთ ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია განმუხტოთ;

• მისასალმებელია, რომ იჩენთ პრინციპულობას და პატივისსცემით იმ 1 200 000 ამომრჩევლის ნებას ვინ თქვენ ხმა მოგცათ;

• მისასალმებელია, რომ ენდობით კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასკვნებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით;

• კარგია, რომ მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებთ მუშაობას როგორ საარჩევნო სისტემის, ასევე სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით;

• ასევე კარგი იქნება თუ გადახედავთ საკადრო პოლიტიკას და დროულად გამავლენთ და გაათავისუფლდებით იმ ნაციონალების მიერ დატოვებული ან უსაქმური ადამიანებისგან, რომლებიც სამწუხაროდ საკმაოდ არიან როგორც დიპლომატიურ კორპუსში ასევე სხვა სამსახურებში;

 

და ბოლოს თქვენ ხელისუფალნო, მართლაც გაწევთ დიდ პასუხისმგებლობა ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, ამიტომაც გაცილებით უკეთესი იქნება თუ უფრო მეტ დროს და მნიშვნელობას მიანიჭებთ იმ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრას რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ვიდრე ერთპარტიულ ოპოზიციონერებთან დროის დაკარგვა, მით უმეტეს უკვე მერამდენედ დაამტკიცეს, რომ მათთვის და მათი ბელადისთვის ქვეყნისა და ხალხის ინტერესები მე-5-ე ხარისხოვანია, რადიკალიზაცია, არეულობა, რუსული სცენარები კი უპირველესი! კარგი იქნება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ და დაწვრილებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებსაც თუ აუხსნით, მიუხედავად იმისა, რომ მგონი უკვე ყველაფერი იციან !

 

ბატონებო და ქალბატონებო, ოპოზიციას მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ, ქვეყანას კი გამოწვევები არ აკლია, შევეშვათ მოგონილ პოლიტიკურ უნიჭო კლოუნადას, საქმეს მივხდეოთ, საქმეს!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ