დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

პრემიერთან საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი - ვახტანგ ბუცხრიკიძე 31.03.2021 15:27

საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხად.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და  ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს.

 

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის  საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც საელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ