მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლო წლებში მსხვილმა საინვესტიციო სკანდალებმა იჩინა თავი, რომლის უკან ხან "ლელო", ხან ზოგადად - ნაცკლასტერის ყურები დაუფარავად ჩანს, ანალოგიური პროცესები განვითარდა უკრაინაშიც, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
"გაგეცინებათ" და "გაგიკვირდებათ", მაგრამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აქტიურად ებრძვის უკრაინის მთავარი "რეფორმატორი" მიხეილ სააკაშვილი. თანაც, იმდენად წარმატებულად ებრძვის, რომ ამით თავისი კმაყოფილება ვერ დამალა რუსეთის ნომერ პირველმა პროპაგანდისტულმა მედია მაგნატმა ТАСС- მა. მან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ მიმართვას უცხოელი ინვესტორებისადმი და უკრაინის მისეულ შეფასებას ვრცელი ციტატა დაუთმო:
"გადაგდება არავის არ უყვარს. უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, უკრაინის სახელმწიფოს აქვს ასეთი გადამგდების მკაფიო რეპუტაცია. ისინი ტოტალური გადაგდებით არიან დაკავებულები", - ბრძანა მთავარმა უკრაინელმა "რეფორმატორმა"
ტელეარხ "Украина 24"-ის ეთერში. მისივე განცხადებით - "უკრაინაში ინვესტორებს უმოწყალოდ ატყავებენ". სააკაშვილი ამაზეც არ ჩერდება და ტოპკას ტოპკაზე ურტყამს: "თუ შენ თავში ჭკუა არა გაქვს და შემოხვედი უკრაინაში, შენ აქედან ცოცხალი ვერ გამოხვალ", - მიმართავს ის ქვეყნის პოტენციურ ინვესტორებს - "ხოლო აქედან იმის მცირე ნაწილის გამოტანას თუ შეძლებ, რაც დააბანდე - ჩათვალე, რომ უკვე ბედნიერი ადამიანი ხარ".
აი ასე აფასებს მთავარი "რეფორმატორი" უკრაინის საინვესტიციო კლიმატს - დასძენს ТАСС-ი, და თავის კმაყოფილებას ვერ მალავს: "მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს, თუ კი ისიც საუბრობს მსგავს ტონში, ესე იგი უკრაინაში საქმე მთლად ვერ არის კარგად".
ТАСС-ის "გაოცებული" სიხარული გასაგებია - საღოლ მიშას, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის თუ უხარია, რა უხარია - შეგიძლიათ გამაგებინოთ?
https://tass.ru/opinions/10922151?utm_source=news.mail.ru..." , - წერს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge