დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული ღონისძიებები 31.03.2021 20:11

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წელს განხორციელებული ღონისძიებები ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისა და საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, მათ შორის პოლიციისთვის დროული მიმართვიანობის მნიშვნელობის საკითხზე.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს დეპარტამენტის მიერ სისტემატურად ხორციელდებოდა დისკრიმინაციის საკითხებზე პოლიციის ოფიცერთა გადამზადება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამის რეაგირებას ახდენენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, რამაც განაპირობა აღნიშნულ დანაშაულზე პოლიციისთვის მიმართვიანობის გაზრდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ