დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნაცები გაცილებით ძვირი უჯდება ქვეყანას, ვიდრე ათასი პოზნერი ერთად - დავით ზარდიაშვილი 01.04.2021 12:35

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რა პრინციპული განსხვავებაა პოზნერსა და ნაცს შორის? პოზნერი ისე საშიში არ არის, რადგან მის პროპაგანდას უშუალო და პირდაპირი საფრთხის შექმნა ქვეყნისთვის არ შეუძლია. პოზნერს შეუძლია აქ ჩამოსვლით დესტაბილიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვიოს, თუკი აქ ნაცები ეგულება. ანუ პირადად პოზნერს, საკუთარი ინიციატივითაც კი და მით-უმეტეს, კრემლის დავალებითაც, მტრული განზრახვის სისრულეში მოყვანა, მხოლოდ ნაცების ხელითა ძალუძს.


აი ნაცებს, პოზნერითა თუ უპოზნეროდ, დესტაბილიზაციის გამოწვევა მაინც ძალუძთ. რასაკვირველია, ყველაზე ძალიან აქ პოზნერის ჩამოსვლა მათ გაუხარდათ. აი, გაუხარდა თუ არა პოზნერს ნაცების აქ ასეთი დახვედრა?! სავარაუდოდ, ჯერ ეწყინა ალბათ, მაგრამ ახლა, როცა დაწყნარდა, დაფიქრდა - ძალიანაც გაუხარდა. საქმე მიეცემა და ერთი ორ პროპაგანდისტულ შეტევას საქართველოს უშვერად გასალანძღად, რასაც ათი ათასჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ნაცების სამივე ტელევიზიას ერთად, სწორედ ამას მიუძღვნის.


მოკლედ: "არავითარი განსხვავება. განსხვავება მხოლოდ ფასშია." ნაცები გაცილებით ძვირი უჯდება ქვეყანას, ვიდრე ათასი პოზნერი ერთად,"- წერს ის. 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ