დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჩვენი ქვეყნის ამოყირავებას ვერც 15 მაისამდე და ვერც შემდეგ ეღირსებიან - გია აბაშიძე 01.04.2021 16:33

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ სააკაშვილის მრავალსტანდარტიან, ფლიდ "ნაციონალურ მოძრაობას" ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნების მანიაკალური სურვილი აქვს და მისი დღის წესრიგი უცვლელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"კრემლისათვის მართლაც და ეს სასარგებლო იდიოტი სექტა რეალურად არ უფიქრდება იმას, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა პერფორმანსებმა რუსეთში მცხოვრები ქართველების მიმართ. რა პრესში შეიძლება მოექცეს რუსეთში ჩვენი ათასობით თანამემამულე. საერთოდ, ამაზე ფიქრობენ ოკუპანტისათვის სტრატეგიული ობიექტების გამსხვისებელი ფსევდო-პატრიოტი ნაცსექტანტები?!


ცხადია, "ნაციონალურ მოძრაობას" არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შეტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ. გარეჯი ხომ მათთვის თურმე არაა საქართველო. მათი ერთადერთი ამოცანაა კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა, ქვეყანა წელში ვერ გაიმართოს და მოხდეს სოციალური ბუნტი. ეს არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა.


ცნობისათვის, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ მოქალაქის პასპორტით და კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით. მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისად, მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.


რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დაირღვა კოვიდ-შეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველა დამრღვევს. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამოლ არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (ცხადია, ყველასათვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვდა.


შეიძლება გაიმართოს ფართო დისკუსია თემაზე - საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა? თუმცა, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად "ნაცმოძრაობის" მომხრე ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.


ასევე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის, პროტესტის გამომხატველზი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და სხვები.


დასაფიქრებელია ისიც, თუ რა რეაქცია უნდა მოყოლოდა “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;


ესეც განვიხილოთ - უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე? უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება ჩეკისტების სამჭედლოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება?


უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვექცეთ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების თქმითვე, "ფეესბე"-ს რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;


ისიც უნდა მოვიფიქროთ თუ რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;


და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში?!


თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, საზოგადოება სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ეს პროცესი!


ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია.


ჩვენი ქვეყნის ამოყირავებას კი ვერც 15 მაისამდე და ვერც შემდეგ ეღირსებიან, რაც უნდა აჩხავლონ დაქირავებული, ფუყე თავთავი აქტივისტები!" - წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ