დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ამ სპექტაკლის შესახებ წინასწარ იცოდა მარია ზახაროვას დაქალმა და მოწაფემ ელენე ხოშტარიამ - ვაჟა შუბითიძე 01.04.2021 20:06

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე პოზნერის სკანდალზე კომენტარს აკეთებს:

მოსკოვმა ამჯერადაც ჩაშალა ევროკავშირის(დანიელსონის) მედიაციის მცდელობა, რადგანაც კვლავაც აუკრძალა მხარეებს მორიგება. მან იცოდა, რომ მორიგების ჩაშლა უკმაყოფილებას გამოიწვევდა საქართველოს მოსახლეობაში და წინასწარვე იზრუნა ნაცების სარეაბილიტაციო ღონისძიებაზე- სასწრაფოდ ჩამოიყვანეს ქართველთმოძულე რუსი ჟურნალისტი პოზნერი და, რომ იტყვიან , ნაცებს "სატოპკე" აუწიეს. მათაც არ დააყოვნეს და დაიწყეს თავიანთი თანამოაზრე პოზნერის ლანძღვა-გინება ხალხისთვის თვალის ასახვევად და აქედან გასაძევებლად. ამ სპექტაკლის შესახებ წინასწარ იცოდა მარია ზახაროვას დაქალმა და მოწაფემ ელენე ხოშტარიამ(მისი ქმარი არის რეალურად რუსული სამშენებლო კომპანიის "ემ კვადრატის" ხელმძღვანელი, თავად კომპანია კი, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ზახაროვას და მის შეფს ეკუთვნითო). ოკუპანტი პოზნერის ჩამოყვანა და მისი გაძევება მიზნად ისახავდა ხალხის თვალში მთლიანად სახელგატეხილი და რუსეთიდან მართული ნაც-ოპოზიციის რეაბილიტაციას საზოგადოების თვალში - შეხედეთ ნაცები ანტიქართულად განწყობილ რუსებს ვერ იტანენ და აქედან აძევებენო. რაც უნდა ხეხო ყორანი, არ გათეთრდება ქვიშითაო - ნათქვამია( გახარიას გადადგომაც ემსახურებოდა ნაცების და მათი "ლიდერის " მელიას რეაბილიტაციას და მიმართული იყო ამერიკელებისადმი: შეხედეთ, თქვენ რომ აღარაფრად მიიჩნევთ და უკვე ჩარეცხეთ ის პარტია და მისი ლიდერი ისეთი მაგარია, რომ პრემიერიც კი გადააყენა და იქნებ აწი მაინც დაელაპარაკოთო და მთლად ნუ დამარხავთო). ამ სპექტაკლში ხოშტარია-მაქარაშვილის წინა პლანზე წამოწევა იმის მაუწყებელია, რომ რუსები მათგან და სხვა თავისი ხალხისგან ან ახალ "პროდასავლურ" პარტიას აკოწიწებენ, ან ნაც-ოპოზიციისგან რაღაც ახალ გაერთიანებას ქმნიან კამუფლაჟისთვის და ხალხისთვის თვალის ასახვევად(გახშირდება მათი გამოჩენა რუსეთიდან მართული ტელევიზიებით). ნაც-ოპოზიცია მალე გამოვა ინიციატივით, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს მოსკოვიდან მართული ქაოსი ქვეყნის ყოველმხრივ დასასუსტებლად და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად. აშშ-ევროკავშირი ამათ მაინც შერეკავენ საბოლოოდ პარლამენტში, მაგრამ ნაცები ეცდებიან რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას მათ პარლამენტში შესვლამდე(რაც სულიმწარით უნდათ, მაგრამ ხიხია რუსები ამის ნებას არა რთავენ).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ