დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„უკეთესია დაბადების დღე სახლში აღნიშნოთ“: თბილისელმა ნაციონალისტებმა პოზნერს დაბადების დღისთვის პროვოკაცია მოუწყეს 02.04.2021 13:09

რუსეთის ფედერალურ გამოცემაში - „როსიისკაია გაზეტა“-ში («Российская газета») დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია „უკეთესია დაბადების დღე სახლში აღნიშნოთ“: თბილისელმა ნაციონალისტებმა ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღისთვის პროვოკაცია მოუწყეს“ (ავტორი - იგორ დუნაევსკი).

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს რომ ჩრდილი არ მივაყენოთ, ვიტყვით, რომ საქმე ეხება არა საერთო-ეროვნულ პროტესტს, არამედ პროვოკაციას ანტირუსულად განწყობილი ძალების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პროტესტების მოწყობაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები დაადანაშაულა... პრემიერის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის - ასეთი პროვოკაციები ხომ რუსეთის მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება: აი, მაგალითად, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, მომხდარი ამბის კომენტირებისას, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საქართველოში არ წავიდნენ - „იქ ყოფნა რუსებისათვის სახიფათოა“. მან ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და იქვე ურჩია: „უკეთესია დაბადების დღე სახლში აღნიშნო... ჩვენთან უფრო სიმშვიდეა“.

 

საქართველოს შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმაც: „ეს ყველაფერი რომ საზაფხულო ტურისტული სეზონის წინ ხდება, იმას გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ იქნება“. ესე იგი, თბილისი რაღაც-რაღაცეებს უნდა მიხვდეს.

 

რაც შეეხება სასტუმრო „ვინოტელს“, სადაც თავდაპირველად გაჩერდა ვლადიმერ პოზნერი, ის მე-19 საუკუნის შენობაშია და ერთი ჩვეულებრივი ნომრის საფასური დღე-ღამეში დაახლოებით 7 ათასი რუბლია („ლუქსი“ - 21 ათასი რუბლი). სასტუმროს აქვს თავისი ღვინის სარდაფი და სადეგუსტაციო დარბაზი, თავისივე სომელიებით. ერთ-ერთ დარბაზში 2017 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლემ კარენ პენსმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ივახშმა და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ღვინო შესანიშნავიაო“.

 

სასტუმრო „რომს-ოტელი“ კი, სადაც სტუმრები ნაციონალისტთა თავდასხმის შემდეგ წავიდნენ, თავისუფლების მოედნიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს, ნომრების ფასი 9-16 ათასი რუბლია. სასტუმროს რესტორანი ამერიკულ საჭმელებზეა მორგებული, აქვს სხვადასხვა მოცულობის რამდენიმე დარბაზი.

 

წყარო: https://rg.ru/2021/04/01/v-gruzii-ustroili-provokaciiu-protiv-priehavshego-v-stranu-poznera.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ