დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩამოვლენ თუ არა რუსი ტურისტები საქართველოში, მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად 02.04.2021 17:14

ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება.

 

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფ“-ში («The Daily Telegraph») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“, რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული თბილისში ვლადიმერ პოზნერის ყოფნასთან დაკავშირებული ინციდენტი.

 

გაავებული ადამიანების ბრბო ოთხშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც რუსეთის ტელევიზიის ცნობილი წამყვანი ვლადიმერ პოზნერი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. პროტესტი პროვოცირებული იქნა რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის მიერ: ისინი აცხადებდნენ, რომ 87 წლის ტელეწამყვანი საქართველოში არ უნდა ჩასულიყო მის მიერ 2010 წელს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მცხოვრებლებს, როგორც ჩანს, საქართველოს ნაწილად ყოფნა აღარ სურთ“.

 

როგორც ვიცით, საქართველო რუსი ტურისტებისთვის დასვენების პოპულარულ ქვეყანას წარმოადგენს. კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, მადლობა გადაუხადა ქართულ პოლიციას, ტელეწამყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, თუმცა აღნიშნა, რომსაქართველო სახიფათო გახდა რუსეთის მოქალაქეებისათვის და ეს რეალობა რუსებმა უნდა გააცნობიერონ“.

 

რუსეთის ფედერალურ გამოცემა  როსიისკაია გაზეტა“- («Российская газета») წერს, რომ  „უკეთესია დაბადების დღე სახლში აღნიშნოთ“. თბილისელმა ნაციონალისტებმა ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღისთვის პროვოკაცია მოუწყეს.

 

ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს რომ ჩრდილი არ მივაყენოთ, ვიტყვით, რომ საქმე ეხება არა საერთო-ეროვნულ პროტესტს, არამედ პროვოკაციას ანტირუსულად განწყობილი ძალების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პროტესტების მოწყობაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები დაადანაშაულა... პრემიერის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის - ასეთი პროვოკაციები ხომ რუსეთის მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება: აი, მაგალითად, კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, მომხდარი ამბის კომენტირებისას, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საქართველოში არ წავიდნენ - „იქ ყოფნა რუსებისათვის სახიფათოა“. მან ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და იქვე ურჩია: „უკეთესია დაბადების დღე სახლში აღნიშნოო... ჩვენთან უფრო სიმშვიდეა“.

 

როგორ იმოქმედებს აღნიშნული ფაქტი რუსეთის მოქალაქეებზეასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, ჩამოვლენ თუ არა ისინი ისევ  საქართველოში?  ამ საკითხებზე ჯორჯიან თაიმსს ჟურნალისტი, ტურისტული გადაცემის წამყვანი, ზურა დვალი ესაუბრა.

 

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ეს ფაქტი ჩვენს ტურიზმს დიდად არ დააზარალებს.

 

აქტიურად ვკითხულობ ვიდეოს კომენტარებს, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს. რუსეთის მოქალაქეებსა და ჩვენს ტურიზმს ორ ნაწილად გავყოფდიარის ის ხალხი, რომელიც თვითონ ვერ იტანს ამ რუს პოლიტიკოსებს და გადასარევად ხვდება პოზნერი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. ბევრი პირიქით, წერს, -  რა მაგრები არაინ ქართველები, რომ გააძევეს ეს ადამიანიო.  


არის კატეგორია, რომელიც პოლიტიკით არაა დაინტერესებული და პირიქით, უყვარს საქართველო. ისინი არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები ჩვენთან. ასეთები,  ცხადია, არ აქცევენ ასეთ ფაქტებს დიდ ყურადღებას და აუცილებლად ჩამოვლენ.  არამგონია, რომ ამან დიდად დააზარალოს ჩვენი ტურიზმი, მთავარია, რომ სახმელეთო გზა გაიხსნას.


ჩემი ყველა გადაცემის შემდეგ უამრავი კომენტარი მომდის, - როდის გაიხსნება საზღვარი?“, მოგვენატრა საქართველო, ძალიან გვინდა ჩამოსვლა“... თუ უშუალოდ რუსეთი არ ჩაკეტავს ლარსს და საზღვარს გახსნის, არამგონია, რომ ამ ინციდენტმა დიდად შეაფერხოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადი,“ - აცხადებს ზურაბ დვალი.

 

მისი თქმით, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა და დასვენების მიზნით ჩამოდის, უნდა გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნება, ისტორიული ძეგლების ნახვა და .. მათთვის ეს ფაქტი შემაფერხებელი არ იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ პოზნერი არის ამერიკის მოქალაქე  და არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ ის არ მიიჩნევს თავს რუსად, რუსეთი თავის სამშობლოდ არ მიაჩნია. ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, იმიტომ ცხოვრობს რუსეთში, რომ მას ეს აწყობს, იქ აქვს სამსახური და შოულობს ფულს, თუმცა, ის არაა რუსეთის მოქალაქე. არამგონია, რომ ამ ფაქტმა ასიათასობით რუსი დააფიქროს იმაზე ღირს თუ არა საქართველოში ჩამოსვლა. ბევრი წერს, რომ მაინც ჩამოვლენ, რადგან ის სითბო, ყურადღება, პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა ენატრება, რომელსაც ქართველები იჩენენ მათ მიმართ,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზურაბ დვალმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ