დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დღეს ევროკავშირი სანქციებით გვემუქრება, პუტინის დაუფარავი სიხარულის თანხლების ფონზე? - დავით ქართველიშვილი 02.04.2021 20:49

დავით ქართველიშვილის პოსტი:
ბიპოლარული აშლილობა ინდივიდუალურ შემთხვევაშიც სახიფათო ფსიქიატრიული დაავადებაა და პოლიტიკურ დონეზეც მით უმეტეს...
როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯორჯ კენტი ბრძანებს - რომ 2012 წლიდან საქართველოს ევროინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკური კურსიდან არ გადაუხვევია, დავიჯეროთ?
როდესაც ბრიუსელში საქართველო/ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საბჭო გვაქებს, დავიჯეროთ?
როდესაც ნატო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენს პროგრესზე საუბრობს, დავიჯეროთ?
როდესაც ეუთო/ოდირი 2020 წელს ჩატარებული არჩევნების თაობაზე ოფიციალურ დასკვნას აქვეყნებს, სადაც სიტყვა "გაყალბებულია" ნახსენები არაა, დავიჯეროთ?
როდესაც არც ერთ დოკუმენტში, რაც ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მომზადდა, მცნება "პოლიტპატიმრები" არ გამოყენებულა, დავიჯეროთ?
ის რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საქართველო დღეს რეგიონში ერთადერთი პროდასავლური ბლოკ/პოსტია რუსეთის ნეოიმპერიალიზმთან პირისპირ დარჩენილი, დავივიწყოთ?
ის რომ სწორედ ამის გამო რუსეთმა და ნაცმოძრაობამ ტანდემში დაგვაკარგინა ტერიოტორიული მთლიანობა და საქართველოში რუსის ჩექმა შემოიყვანა, არ შევიმჩნიოთ?
ის რომ ყოველდღიურ რეჟიმში ნაცების მეხუთე კოლონა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად ძალისხმევას არ იშურებს, შევეგუოთ?
და ყოველივე ამის გამო დღეს ევროკავშირი სანქციებით გვემუქრება, პუტინის დაუფარავი სიხარულის თანხლების ფონზე?
და ჩვენ თუ:
✓ უარს ვიტყვით ევრო და ჩრდილიატლანტიკურ ინტეგრაციაზე
✓ დავარღვევთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს
✓ ეუთო/ოდირის დასკვნას საჯაროდ გადავხევთ
✓ კრიმინალ და მკვლელ რურუას ციხიდან გამოვუშვებთ, როგორც "პოლიტპატიმარს"
...ევროკავშირი ჩვენ 60 მილიონ ევროს აღარ "დაგვიყადაღებს"? ჩვენს შორის ერთ-ერთს რომ სერიოზული პრობლემა აქვს, თუ ატყობთ?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ