დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

დონბასში სამხედრო ვითარების გამწვავება გარდაუვალი ხდება, სიტუაცია, როდესაც ყველა მონაწილეს აწყობს გამწვავება - ირაკლი გოგავა 03.04.2021 00:09

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

 

დონბასში სამხედრო ვითარების გამწვავება გარდაუვალი ხდება. მხარეებმა ასეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა ჩაიყვანეს კონფლიქტის ზონაში. დაიწყო გაწვევები ჯარში. მშრალი ამინდების დადგომასთან ერთად უნდა ველოდოთ გამწვავებას. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როდესაც თითქმის ყველა პირდაპირ თუ ირიბ მონაწილეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, აწყობს გამწვავება - ყველას გარდა ხალხისა. თუმცა ხალხის აზრს იშვიათად თუ ვინმე იზიარებს. ბევრი სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების. ცუდია, რომ ჩვენს სამეზობლოში მსგავსი ხდება. ეს ჩვენზე აუცილებლად ნეგატიურად აისახება. ძალიან დიდი მასშტაბებია, ამიტომაც უფრო სახიფათოა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს! მცირე იმედი მაინც მრჩება, რომ მოხერხდება მოლაპარაკებების გზით სიტუაციის განმუხტვა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ კონფლიქტში ჩათრეულები არ აღმოვჩნდეთ. დიდი სიბრძნე გვმართებს. ღმერთი ჩვენსკენ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ