დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ვაქცინაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg 03.04.2021 11:32

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 608 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4 %-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 15.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

 

ვაქცინების ყველაზე მეტი - 154 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.9 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება. ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 118 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 75.4 მილიონს, ინდოეთში კი 66.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 16.9%-მა მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ