დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პანდემიაა, თამამად ისროლეთ კვერცხები - ნათია ფანჯიკიძე 03.04.2021 11:48

წელს ტურიზმზე მეტი აღარ იდარდოთ და აღარ ითვალოთ, თქვენ გენაცვალეთ!, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"ნუ გადაიღალეთ ფუჭად, პანდემიაა, თამამად ისროლეთ კვერცხებიც და რაც ხელში მოგხვდებათ კიდევ, პატარა კომბოსტოები რომაა, ისინი მომწონს უფრო, სტრესს ხსნის და სულ უწყინარი, უმტკივნეულო ყუმბარებია, თან არც თხუპნის არაფერს.

 

ხოდა, ისა კიდევ, - ვაჟა რომ ზეპირად იცით და ამავდროულად სიღრმისეულად გესმით, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, მტერი შენით დაპატიჟე და მერე დაბადების დღის ტორტებით ირბინეო, არსად უთქვმს იმ დალოცვილს," - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ