დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

3 აპრილი - ჩინური ჰოროსკოპი 03.04.2021 12:55

ვირთხა

მარტოობა არ გემუქრებათ, თუმცა თხენ ლუს ვარსკვლავის გავლენის გამო, ხალხთან ურთიერთობის სურვილი ნაკლებად გექნებათ. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ გაერკვეთ, რომელი ურთიერთობაა თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი.

ხარი

დღეს ყველაზე მზრუნველი ხართ. გული ნუ დაგწყდებათ, თუ თქვენი ზოგიერთი მეგობარი იმედს გაგიცრუებთ. თქვენ თავადაც შეგიძლიათ სხვების დახმარების გარეშე მოქმედება.

ვეფხვი

ვალების გასტუმრების და დანაპირების შესრულების დღეა. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. მანდილოსნებმა შეამცირეთ სამოსთან და კოსმეტიკასთან დაკავშირებული ხარჯი.

კურდღელი

საყვარელი ადამიანის გავლენის ქვეშ ხართ და მისი სურვილის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად იყავით მეტად დამთმობი და მოსიყვარულე.

დრაკონი

ყველა სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განსაკუთრებით, თუ საკითხი პირად ურთიერთობას ეხება. მოერიდეთ კრიტიკას და ეჭვიანობას.

გველი

დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ზომიერება და პრაქტიკულობა. ეცადეთ, ერთი დღისთვის არ დახარჯოთ მთელი თვის ბიუჯეტი. ნუ გასცემთ ფუჭ დაპირებებს.

ცხენი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. უსიამოვნება მოსალოდნელია ფინანსური საკითხების გამო. კარგი დღეა პროფესიონალისგან კონსულტაციის მისაღებად.

თხა

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უძრავ ქონებასთან ან ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ოჯახის წევრებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

მაიმუნი

დღეს "შავი დღისთვის" გადადებული თანხის დახარჯვა მოგიწევთ. ეცადეთ, არავის ენდოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება.

მამალი

დღეს მეტად უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ახლობლების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და იყავით უფრო მოთმენი.

ძაღლი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება თქვენგან ზედმეტს ითხოვენ. ეცადეთ შეათანხმოთ მასთან საოჯახო ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ღორი

დღეს ზედმეტად მიმნდობი და მოწყვლადი იქნებით. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ თაღლითების მახეში აღმოჩნდეთ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ