დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ოცნებას ვურჩევდი, გაითვალისწინოს ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის წინადადება და მოაწეროს პირველმა ხელი ბატონი დანიელსონის დოკუმენტს - გიორგი ცუცქირიძე 03.04.2021 21:54

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

ევრომედიაციის მეორე რაუნდის ჩაშლის შემდეგ, ბევრი ისეთი ინფორმაცია ჟონავს, რაც ადასტურებს ამ მოლაპარაკებზე ნაცოპოზიციის მიზანს, არანაირი კომპრომისი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო მედიაციის ჩაშლა ხელისუფლებისათვის გადაებრალებინა. აკო მინაშვილის რეანიმირებაც ამას ემსახურებოდა და არა მხოლოდ ბოკერიას ფაქტიურად ულტიმატუმის ენით ვადამდელის და პოლიტპატიმრების აპრიორად მიღებაზე, ამ ერთიანი პოლიტიკის ნაწილი იყო, ისევე როგორც ყველა სხვა ყოფილ ნაცთა პოლიტჯგუფების და ლელოს ვითომდა კონსტრუქტივიზმისადმი მზაობა.
ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რომ შემთხვევითი არც ის გარემოება ყოფილა მოლაპარაკებების თემატიკაზე საუბარი თუ რატომაც აქამდე არ მოისურვეს, მოგონილი კონფიდენციალობის მომიზეზებით, თორემ ვის რას უმალავდენ, ეგ არის საინტერესო. ეს ვითომდა რაღაც პროგრესზე საუბარიც მოლაპარაკებების მთელ ამ პერიოდში, სწორედ დროის გასაწელად და შემდეგ უშედეგი შედეგის ხელისუფლებისათვის გადასაბრალებლად იყო გამიზნული, თორემ ხელისმოწერას, რომ არ აპირებდენ, იგივე ბოკერიას განცხადებებიდანაც უკვე ცნობილია. ან რაც გირჩელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, არც ერთ საკითხზე გარდა პლებისციტისა, ოპოზიციას არა ჰქონია კონსენსუსის მზაობაო, ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს.
ამიტომაც შემოაგდეს ბოლოსათვის პოლიტიკური ამნისტიის და საფანჩატურეთის ფაქტიური დირექტორის სააკაშვილის დაბრუნების თემაც.
საკუთარ ამომრჩეველთან ასეთი აგდებული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გახლავთ იმის მაჩვენებელიც, თუ რატომ აიგნორირებენ არაერთი დასავლელი პოლიტიკოსის მოწოდებას დებატების პარლამენტში გადატანაზე, როგორც მათთვის ხმის მიმცემი ადამიანების ინტერესების დასაცავად. თორემ, არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი რომ ბლეფი იყო და მედიაციის ჩაშლას ითვალისწინებდა, ნატო-ში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმაც აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნები ტრანსფარენტულად და ლეგიტიმურად, რითაც ვადამდელის მოთხოვნის აბსურდულობასაც გაუსვა ხაზი.
შექმნილ პოლიტიკურ ენდშპილში ოცნებას ვურჩევდი, წერტილი დაუსვას ფლირტს ამ ავაზაკთა კლასტერთან, გაითვალისწინოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის მიხაელ გალერის წინადადება და მოაწეროს პირველმა ხელი ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც დასავლეთის პოზიციასაც გამოხატავს. ამით მართველი პარტია დაადასტურებს მზაობას როგორც მართმსაჯულების, ასევე საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, რაც მომავალი არჩევნების ფუნდამენტი გახდება და ნაცოპოზიციასთანაც, მოახდენს რა თავისებურ ზეწოლას, კარგ ჰანდიკაპს შექმნის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ