20:12 04.04.2021
ელენე ხოშტარია არის რუსეთის ნომრიანი აგენტი, არ მიკვირს, რომ მისგან გავრცელდა პოზნერის ვიზიტზე ინფორმაცია - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილის პოსტი:

 

 

ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. ისტორია ასეთია - მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულ სპეცსამსახურებთან, შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლტურაა. იქ ადამიანები ბოლომდე ხდებიან სპეც სამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარი არის რუსეთის აგენტი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge