დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში მდებარე ყოფილი სანატორიუმი იყიდება 04.04.2021 22:24

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სენაკში, ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში მდებარე ყოფილი სანატორიუმი იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 3,5მილიონი ლარია.

 

ხალხური თქმულების მიხედვით “მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში უწინ ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. სასწაულმოქმედი თვისებების გამო ხალხმა კურორტს მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”. კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30_იანი წლებიდან დაიწყო. ცნობილმა ლატვიელმა მეცნიერმა რობერტს კუპცისმა, საქართველოში მინერალური წყლების მეცნიერულ შესწავლას დიდი ამაგი დასდო, მან წყლის სამკურნალო თვისებები გამოიკვლია და მენჯს საქართველოს მაცესტა უწოდა. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი  მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა. 

 

კურორტ მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის  წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი), დღეს კი 21-ე საუკუნეში მხოლოდ 24-ე ჭაბურღილი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და პატრონობენ. წყალს იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. 

    მენჯის მინერალური წყალი კუთვნის ფრიად ძვირფას გოგირდწყალბადოვან ქლორ – ნატრიუმიან მინერალურ წყალს, რომელიც შეიცავს გაზს. ამასთანავე გოგირდწყალბადს, რომლიც 1 ლიტრ წყალში სრულიად საკმარისია სამკურნალოდ. მინერალური წყლის აბაზანის მიღების დროს მოქმედებს ორგანიზმზე მთელი თავისი ფსიქო – ქიმიური შემადგენლობით. მენჯის შემთხვევაში მოქმედებს გოგირდწყალბადი. პირველი აბაზანა ინიშნება მოკლე ხანგრძლივობით 5-8 წუთი, შემდეგ ხანგრძლივობა იზრდება 22 წუთით და ა.შ აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. საშუალოდ თითო კურსზე  ითვლება  12 – 15 აბაზანა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას, ის არუნდა აღემატებოდეს 37C. 

 

 კურორტი, რომელიც თავის დროზე  1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, დღეს დანგრეული და გაპარტახებულია, ხოლო თვალის, კუჭისა და სახსრების უებარი წამალი მდინარე ცივში ჩაედინება. ეს კურორტი იყო საკავშირო მნიშვნელობის და ითვლებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს კურორტად. მენჯი ეს არის მივიწყებული კურორტი, რომელმაც დაკარგა ფუნქციონირება. მენჯის წარსულს თუ გადავხედავთ ვნახავთ სრულიად სხვა სამყაროს, დღეს კი მენჯის დიდებული წარსული აღარარსებობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ