დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

როცა პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, საიდან იარსებებს სამოქალაქო აქტიურობის კულტურა - ამირან სალუქვაძე 05.04.2021 11:40

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


▪️მივარდნები და მოვარდნები რომ არ მიყვარს, იცით, მაგრამ...


▪️როცა მუდმივად სხვას უვარდებიან, უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათაც მიუვარდებიან.


▪️ბათუმის ფაქტს რაც შეეხება, გაცვალეს ვიზიტები და რატომ უკვირთ ენმ-ის მომხრეებს?


▪️ამდენი რომ იხმაურეთ, წესით უნდა გაგეპროტესტებინათ არა ის, თუ რატომ მოგივარდნენ თქვენი მივარდნის საპასუხოდ, არამედ კითხვა უნდა გიჩნდებოდეთ, ცოცხებით რატომ მოგადგნენ?


▪️მესმის, ახალგაზრდები ხართ, ბევრი რამ არ იცით, ან არ გსურთ იცოდეთ. შეიძლება ცისფერი კასრებიც მოგიტანონ.


▪️ პარტიების განახლების იმიტაცია რომ გააკეთეს ახლახანს და გადამდგარები ისევ თავში რომ არიან, ახალგაზრდა წევრებმა უნდა იცოდეთ, სანამ ძველები გიდგათ სათავეში, მათ წარსულზე თქვენც იქნებით პასუხისმგებელნი.


▪️ვინმეს თუ სურს გაიგოს რა მორალურ პასუხოსმგებლობას იზიარებთ, გუგლი ხომ გასწავლეს, "დასერჩეთ" ფრაზა "გახმაურებული საქმეები" და ყურადღებით წაიკითხეთ. სხვათაშორის სასამართლოების საიტზე ყველა გახმაურებული საქმის განაჩენი და მათი აღწერა იკითხება.


▪️როცა გაეცნობით ამ საქმეებს, მერე გაიაზრეთ, გააგრძელებთ თქვენს ოპონენტებთან მივარდნებს, შეურაცხყოფებს, თუ დაშოშმინდებით და ისწავლით სამოქალაქო აქტიურობის კულტურას.


▪️როცა პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, საიდან იარსებებს სამოქალაქო აქტიურობის კულტურა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ