დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნამახვანის გარშემო მთავარი დისკუსია მაინც მის "ქვაკუთხედამდე" დადის - დავით ქართველიშვილი 05.04.2021 11:52

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"აშკარა თავხედების გარდა, რომლებიც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ, ყველა ჩემი ოპონენტის მიმართ მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა, განსაკუთრებით ამ მძიმე მარხვის დღეებში. აქაც ძალიან კარგად ჩანს, ვისთვის რა განსაცდელსა შინა მიმდინარეობს ეს მარხვა, როდესაც ბნელეთი აორმაგებს ძალისხმევას, რათა ჩვენს შორის ქრისტე გააქროს.


უპირველეს ყოვლისა - არ მიწოდოთ ან ასტროლოგი ან ექსპერტი. არც ერთ ამ წოდებაზე არც პრეტენზია მაქვს და არც მიმიწერია ჩემთვის როდისმე. "ექსპერტებს" პირიქით, აქეთ ვეცნობი, თუმცა ნამახვანის გარშემო მთავარი დისკუსია მაინც მის "ქვაკუთხედამდე" დადის - საქართველოს შუაგულში ჩვენი ისტორიული მტერის, თურქებისთვის რიონის ხეობის საკუთრებაში გადაცემა არის ღალატი. ამ საარგუმენტო მცდარ ხაზს შეუიარაღებელი თვალით მოჰყვება აშკარა ანტითეზა, ხელისუფლების მხრიდან ნაცმოძრაობის დადანაშაულებასთან "დავით გარეჯას" ირგვლივ განვითარებულ შესაძლო სახელმწიფო ღალატთან. ამ პოზიციით, უკვე საქმე გვაქვს პირიქით, ხელისუფლების გადაბრალებასთან ისეთ "დანაშაულში", რომელიც "დავით გარეჯას" საქმეს ჩრდილავს და მის ფიგურანტებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.


და რადგანაც ჩემთვის ეს დისკუსიები უკვე სრულიად არასაექსპერტო ემოციურ დონეზე გადავიდა, მე გამოვდივარ ამ სივრციდან და ველოდები ერთადერთი, ასევე "არაექსპერტის", დასკვნას ყოველივე ზემოაღნიშნულზე - ჩვენი პატრიარქის, რომელსაც სულ სხვა, "არასაექსპერტო" სულიერი ხედვა აქვს ყოველივეზე და მე მის ნებისმიერ მოსაზრებას მორჩილებით მივიღებ. სტიქაროსნების, თეოლოგების, მღვდლებისა და ეპისკოპოსების "საექსპერტო" დასკვნებით გთხოვთ ნუ შემაწუხებთ. მშვიდობა მოგცეთ უფალმა და ძალი, დიდი მარხვა უმსხვერპლოდ მიიყვანოთ მაცხოვრის აღდგომამდე!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ