დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"რაც უფრო მეტად დამძიმდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, მით უფრო რეალური გახდება შეზღუდვების გამკაცრება" 05.04.2021 13:25

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევების მიუხედავად, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, დესტრუქციას და ქუჩაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას, - ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"სამწუხაროა, რომ კვლავ კოვიდის მხარეს დგანან, არ იცავენ რეგულაციებს, დემონსტრაციულად არღვევენ კანონს და მოსახლეობასაც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. მიზანი ნათელია, რაც უფრო მეტად დამძიმდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია (ამის ნიშნები სახეზეა), მით უფრო რეალური გახდება ევროპის ქვეყნების მსგავსად კვლავ შეზღუდვების გამკაცრება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალ-ეკონომიკურ მდგომარებას, კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი, კიდევ უფრო გაიზრდება ფასები, უმუშევრობა...

 

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, სწორედ ეს დაავალა გაქცეულმა პრეზიდენტმა, მაგრამ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება, ეპიდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს" - წერს ლადო ბოჟაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ