დღე: 36

ღამე: 21

USD 2.716

EUR 3.1753

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.2 მილიონამდე ადამიანს უტარდება 05.04.2021 14:05

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 151 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 652 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.2 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 161 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 138 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 78 მილიონს, ინდოეთში კი 74 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 18%-მა მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ