15:35 05.04.2021
ნელი დოროყაშვილს ახალი სარჩელი არ შეუტანია და არსებული სარჩელით იგი თავისთვის არაფერს ითხოვს

იამზე მარიამიძე - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:


1. ჩვენი მოთხოვნაა ნიკოლოზ ბასილაშვილს დაეკისროს ალიმენტი თვეში 4 870 ლარის ოდენობით.

 

2020 წლის მარტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე დალი ანჟანდაძის წარმოებაშია ნელი დოროყაშვილის სარჩელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შვილის, ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. 2021 წლის 25 მარტს დაზუსტდა 2020 წლის მარტის სარჩელი, კერძოდ, შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა, დაზუსტდა გარემოებები და წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მოთხოვნა გახლავთ ყოველთვიურად ნიკოლოზ ბასილაშვილს დაეკისროს ალიმენტის სახით 4 870ლარი და არა 9 740 ლარი, როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს. 9 740 ლარი გახლავთ მოსარჩელის დათვლით ბავშვის ყოველთვიური საჭირობების ფულადი გამოხატულება. მოგეხსენებათ ალიმენტი არის ბავშვის სარჩო და მას თანაბრად კისრულობს ორივე მშობელი. მეორე ნახევარი - 4 870 ლარი უნდა დაფაროს ნელი დოროყაშვილმა. თუმცა დღემდე, წელიწადნახევრის განმავლობაშ ამ ხარჯს სრულას ის ფარავს და ნიკოლოზ ბასილაშვილს რომ ალიმენტის სახიდ და არც სხვა რაიმე თანხა რომ არ გადაუხდია, დასტურდება იმავე საბანკო ამონაწერით, რომელზეც მოწინააღმდეგე აპელირებს.

 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლით მისაღებად ამ თემებზე საჯაროდ საუბარს (მაგრამ მოწინააღმდეგე მხარე გვაიძულებს), გვინდა განვმარტოთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაციები თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. სიმართლე არის ის რაც ზემოთ დავწერეთ. ამაში დარწმუნება მარტივადაა შესაძლებელი არა სარჩელის ერთი, კონტექსიდან ამოვარდნილი ნაწილის წაკითხვით, არამედ მთლიანად სარჩელის გაცნობით.

 

2. 2020 წლის 4 აპრილის სამედიატორო შეთანხმება დაარღვია ნიკოლოზ ბასილაშვილმა და არა ნელი დოროყაშვილმა

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამედიტორო შეთანხმებით აიღო ვალდებულება,  ყოველგვარი ზედმეტი დავალდებულების გარეშე, ჩარიცხავდა შვილის ყველანაირი საჭიროებისათვის საჭირო თანხებს, სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე.

 

ეს პირობა დღემდე შესრულებული არ არის. ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეგნებულად არ მიუთითა გადასახდელი თანხის ოდენობა, ვინაიდან უპირველესად მისთვისაა ყველაზე უკეთ ცნობილი, რა საჭიროებები აქვს მის შვილს. ამის დადასტურებაც მარტივად შეიძლება, საკმარისია მხოლოდ დაინტერესებულმა პირებმა წაიკითხონ 2020 წლის 4 აპრილის სამედიატორო შეთანხმება.

 

ალიმენტის საქმეზე შეტანილი შესაგებლით ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ 600 ლარი სრულიად საკმარისია ბავშვისთვისო, ამჟამად კი ალიმენტის დაკისრებას საერთოდ უარყოფენ იმ საფუძვლით, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო „სოლიდური“ თანხები და ბავშვზეც უნდა მან იზრუნოსო. ჯერ ერთი, კომენტარი იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადექვატურია.    ქონებრივ დავაში სადაო იყო 11 უძრავი ქონება და აქედან ნელი დოროყაშვილი დათანხმდა ერთ ბინას და ერთ კომერციულ ფართს. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა სწორედ სამედიატორო შეთანხმებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ვალდებულებების აღებამ რომ შვილს აჩუქებდა ერთ ბინას და მისი საჭიროებისათვის ყველა ხარჯს გაიღებდა სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. დღემდე შვილისთვის ბინის ჩუქებაც სადაოა, რადგან ბოლოს ამაზეც უარი განაცხადა მამამ და არც ალიმენტია გადახდილი. (ალიმენტი სასამართლოს გარეშეც შეიძლება მშობელმა გადაიხადოს. ეს მხოლოდ შვილის სარჩოს აღმნიშვნელი ტერმინია).

 

მამა არ უხდის ბავშვს სარჩოს, მამა აღარ აძლევს შვილს დაპირებულ ბინას. დედა ვალდებულია დაიცვას ბავშვის ინტერესები - სასამართლოში. მამამ ყველა მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე პასუხი უნდა გასცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და არა მის მიღმა,- აცხადებს იამზე მარიამიძე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge