17:16 05.04.2021
„პარლამენტთან პროვოკაციები გამორიცხული არ არის“ - მივა თუ არა 9 აპრილს პრემიერი მემორიალთან

 

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, 23 თებერვალს, სპეცრაზმის მიერ ნიკა მელიას დაკავებამ გაამწვავა.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. მომდევნო დღეებში კი ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმისკარვების აქციებისმონაწილეები.


ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ტროტუარზე 11 კარავია გაშლილი.


როგორც ვიცით, ტრადიციულად,  ყოველ წელს, 9 აპრილს, პარლამენტის წინ არსებულ მემორიალთან, გარდაცვლილთა პატივის მისაგებად მთავრობის წარმომადგენლები მიდიან.


2020 წლის 9 აპრილსაც, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სარემონტო სამუშაოების გამო, შემოღობილი იყო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვავილები მწვანე ღობესთან მიიტანა.


საინტერესოა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აპირებენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები წელს, 9 აპრილის მეომორიალთან მისვლას?


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯორჯიან თაიმსს თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ კახა კალაძე, 9 აპრილს მემორიალთან მივა.


ამას წინასწარ არც ვაანონსებთ და არც არის ხაზგასასმელი, რადგან ყველას ვალია, მემორიალთნ მივიდეს და პატივი მიაგოს,“- განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.


მთავრობის ადმინისტრაციამ კი განგვიმარტა, რომ 9 აპრილამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აუცილებლად, წინასწარ გვაცნობებენ.


მივა თუ არა პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილს მემორიალთან და მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციები? ამ საკითხთან დაკავშირებით ჯორჯიან თაიმსიპარტიაკანონი და სამართლისლიდერს, თაკო ჩარკვიანს ესაუბრა.


როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, 9 აპრილამდე მთავრობის მხრიდან, კარვებთან დაკავშირებით პროვოკაციები მოსალოდნელია.


შესაძლებელია მანამდე რამე სახის პროვოკაცი მოაწყონ. იმ ჩანაწერების შემდეგ, რაც მოვისმინეთ, როცა ღარიბაშვილი დაკვეთას იღებს ბერა ივანიშვილისგან, ამის შემდეგ ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ეს ჩანაწერი მართალი არ იყო, გამოძიება უნდა იყოს დაწყებული. შესაბამისად, ამ ტიპის, რუსული მმართველისგან  პროვოკაციებს ველოდები. ჩემთვის გასაკვირიც არ იქნება. შეიძლება თვითონ არ მივიდეს, მაგრამ, მანამდე მოაწყონ პროვოკაცია. ხედავთ, რომ ხან ვიღაც დაჭრეს რუსთავში, ხან ოპოზიციური პარტიის ოფისს არბევენ, ძალიან ცუდი ვითარებაა, ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია მოულოდნელი არ იქნება.


უგუნური ხელისუფლება ხალხთან მიმართებაში ყოველთვის პროვოკაციებს აწყობს. აბა ქარხნებსა და ფაბრიკებს ეგენი არ აშენებენ. ხალხი შიმშილობს და ვიღაცა, თუნდაც საათების კოლექციას აგროვებს, -ღარიბაშვილს ვგულისხმობ. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაა და ხელისუფლებას მართებს უფრო ფაქიზად მოიქცეს, თუმცა, არ არის გასაკვირი მათგან, რომ 9 აპრილისთვის რაიმე პროვოკაცია მოაწყონ,“- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

პროვოკაციებს მთავრობის მხრიდან და კარვების ქალაქის დაშლას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. როგორც მან ჯორჯიან თაიმსთანგანაცხადა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი აფექტურია და ყველაფერია მოსალოდნელი.


ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან რა დროს, ვის, რა მოუვა თავში ან გააკეთებს, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. რაც შეეხება მთავრობის წევრები მივლენ თუ არ მივლენ, - სამწუხაროდ, დღეს, მთავრობაში ის ხალხი არ გვყავს, ვისაც 9 აპრილთან თუნდაც ირიბი შეხება ჰქონია. მათთვის რაიმე ფასეულობას 9 აპრილი არ წარმოადგენს.


რა თქმა უნდა, კარვები ძალიან ცუდი ესთეტიკა. მეც არ მომწონს, რომ ქალაქის ცენტრში ეს ხდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ მოგვწონს თუ არა,  ეს  გარკვეული კანონის ფარგლებში ხდება,“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირისპირეს. სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge