დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

რიგგარეშე არჩევნების უწესოდ დანიშვნა - ყველაზე მოკლე გზაა სასტიკი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ! - დავით ზარდიაშვილი 06.04.2021 12:07

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"რისი მოლოდინი აქვთ ნაცებს?! დაუშვათ და საბოტაჟის გზით ქვეყნის მძევლად აყვანით მიაღწიეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უარყო მთავარი - ის, რაც დემოკრატიულ წესრიგს ამყარებს და განაპირობებს: ამომრჩეველთა ნება. ამის შემდეგ, რადგან დემოკრატიული წესრიგის ბურჯი - ამომრჩეველთა ნება უგულებელყოფილია, აღარც წესი და აღარც ამ წესის დამცველი ხელისუფლება შექმნილი უკიდურესი პოლარიზაციის შესაჩერებლად გადაულახავ ბარიერს აღარ წარმოადგენს!


ერთადერთი, რაც მაგალითად მე, მაჩერებს, რომ ის სიბილწე, რაც პარლამენტის წინ კარავაბადად დაბუდებულა, როგორმე ავიტანო და როგორც ბევრი ითხოვს, ეგ ბინძურად ცარიელი კარვები უკან არ გავთხარო მანდ დამსმელებს, სწორედ - ეს ბარიერია: წესია, აკრძალვაა, რომ ამის გაკეთება, უბრალოდ - არ შეიძლება! არ შეიძლება და მორჩა!


ასევე და უფრო მეტადაც, არ შეიძლება მთავარი წესის, დემოკრატიის წესთა წესის - არჩევნებში გამოხატული ხალხის ნების იგნორირება, რასაც ავტომატურად უკვე ნიშნავს პარლამენტისა და სახელმწიფოს საბოტაჟის გამო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ცხადია, თუ ეს მოხდა, მაშასადამე, წესი აღარ არსებობს და ყველაფერი მოსულა!


ხოლო თუ ყველაფერი მოსულა, მაშინ ან იმათ ან მე, რაღა გაგვაჩერებს? ნაცებს ჩვენ ვძულვართ, ხოლო ჩვენ - ისინი. წესი თუ აღარ იქნება, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია. ერთადერთი, რისი იმედიც ნაცებს აქვთ ესაა: მათ ჰგონიათ, რომ უფრო მეტად ვძულვართ, ვიდრე ჩვენ ისინი. ისინი უფრო არ დაგვინდობენ და ამიტომაც, ჰგონიათ, რომ უწესობისას გაიმარჯვებენ - საბოლოოდ "უწესობის წესრიგს", რაც 9 წელი ჰქონდათ, თავიდან შექმნიან.


ასეა თუ ისე, ნათელია: ამ უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების უწესოდ დანიშვნა - ყველაზე მოკლე გზაა სასტიკი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ! მეტიც: თუ ეს პოლარიზაცია როგორმე არ განიმუხტა, ასეთი დაპირისპირება გარდაუვალია! ხოლო რომ განიმუხტოს - ნაცების ნაცვლად პარლამენტის შევსების კონსტიტუციური გზა უნდა ვიპოვოთ! "- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ