დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

თუ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენთვის აღარ ეცლება და ნაცები მალევე "მოთავდებიან" - ვაჟა შუბითიძე 06.04.2021 12:37

ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა, უშიშროების გენერალმა პოზნერმა ნაც-ოპოზიციას ახალი მითითებები და სამოქმედო გეგმა ჩამოუტანა, რაც უკვე გააჟღერეს - ჯიუტად არშესვლა პარლამენტში (რაც ხელფასის მისაღებად კი არ უნდათ, არამედ თავისი ბიზნესის გარანტირებულად "დასაკრიშად", რაც არის რეალურად მათი მოთხოვნის არსი- მილიონები რომ არ დაკარგონ), მიტინგების დაანონსება მაისში (როცა აშშ-ს ელჩი შვებულებაში მიდის თავის ქვეყანაში, ამ დროსვე შეეცდება გახარიაც გააქტიურებას), ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი, ქაოსის კიდევ უფრო გაღრმავება, რათა ღარიბაშვილის მთავრობა ჩამოიშალოს, დაუმორჩილებლობის წახალისება მოსახლეობაში და ა.შ, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა, პოლიტიკურმა ექსპერტმა ვაჟა შუბითიძემ განუცხადა. 

 

"თუ ასე გაგრძელდა, ღარიბაშვილი რამდენიმე კვირაში დათანხმდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წლისათვის, რაც აუცილებელია დროებითი სტაბილიზაციისა და შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად, ახალი რეალურად პროდასავლური (და არა გახარიას პრორუსული) ძალების გამოსაჩენად და გასაძლიერებლად. ისე სასაცილო კი იყო, როცა "პროდასავლური" ხოშტარია და ნაცები ებრძვიან ამერიკის ელჩსაც და "დაუნდობლად უსწორდებიან" რუსული იმპერიალიზმის დამცველ პოზნერს (სინამდვილეში მათ კურატორს) და შტერი ხალხის დასანახად საქართველოდან აძევებენ. აქედან ჩანს, რომ ნაც-ოპოზიცია ამიერიდან "გაეროვნულებას" და ქართველ ნაციონალისტებს ლუკმა-პურის წართმევას და თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენებას უპირებს (პოზნერის გეგმის მიხედვით). თუ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენთვის აღარ ეცლება და ნაცები მალევე "მოთავდებიან". ეს კი დააჩქარებს ოცნების დაღმასვლას...", - განაცხადა ვაჟა შუბითიძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ