დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად გაკოტრებულია - გია აბაშიძე 06.04.2021 16:54

პოლიტოლოგი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საჯაროდ გპასუხობთ ჩემ მოსაზრებებს IRI-ის ბოლო კვლევასთან დაკავშირებით:


წლებია ვიცით, რომ საქართველოში "აიარაის" კვლევების საველე სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" მჭიდროდ დაკავშირებული IPM ატარებს.


არაერთმა მაგალითმა [არჩევნების შედეგები] დაგვანახა, რომ ამ კვლევების შედეგები 15-20 %-ით აცდენილია რეალობას და ისიც ყოველთვის ოპოზიციის სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, IPM-მა ვერ დამალა, რომ საზოგადოების 60% ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს.


ამის გარდა, ხსენებული კვლევა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგანაც იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ემხრობა და ეწინააღმდეგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, იდენტურია - 45-45%. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან, თუმცა, IPM-ის ფაქტორიდან გამომდინარე, კვლევაში დაფიქსირებული რიცხვი სინამდვილეში ბევრად ნაკლებია.


IPM-მა ასევე ვერ დამალა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია. ამ ტენდენციური კვლევაშიც კი ვერ დაიმალა მმართველი გუნდის მყარი პოზიციები და მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში.


აქაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად გაკოტრებულია. რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს კი ხალხში მხარდაჭერა არ აქვს!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ