დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორ შეიძლებოდა ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა? ამ ხალხს მართლა არ ესმის, რამდენად მავნე რეზოლუციას მოაწერეს ხელი?! - ამირან სალუქვაძე 06.04.2021 20:06

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერის სერგი კაპანაძოს განცხადებას: 
ამ ხალხს მართლა არ ესმით რამდენად მავნე რეზოლუციას მოაწერეს ხელი?! კი, პირადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პირადად ყოველთვის ვამბობდი, რომ ომი მანამდე დაიწყო, რადგან მანამდე იყო სროლები. მაგრამ თქვენ ევროსაბჭოში ხმა მიეცით #1633 რეზოლუციას, რომლის მე-5 მუხლი შეიცავს შემდეგ ფორმულირებებს.
პირველი ფრაზა:
▪️"2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა."
ამ ფორმულირების ქვეყნისთვის საზიანო მნიშვნელობას მართლა ვერ იგებთ, თუ ხალხს აბოლებთ? აქ "გვბრალდება", რომ ჩვენს მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია, კერძოდ სრულმასშტაბიან საფეხურზე გადასვლა.
შემდეგი ფრაზა:
▪️"მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან."
ვერც ამ ფორმულირების მნიშვნელობას ხვდებით? რას ნიშნავს სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა და კონვენციებით აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენების "აღიარება", ვერ ხვდებით? რუსეთს ვედავებოდით არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ჩვენ დავიბრალეთ?
შემდეგი ფრაზა:
▪️"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით."
ამ ფრაზით საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა გვაბრალებენ საქართველოს სახელმწიფოს და მართლა ვერ ხვდებით რამდენად ზიანის მომტანია ქვეყნისთვის?
იმის ნაცვლად, რომ ან გაჩუმდეთ, ან ახსნათ, რომ იყო ზეწოლა, ან სხვა რამ, ასე უპარდონოთ აცხადებთ, რომ ცხინვალის დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება არავის უარყვიაო?
ამაზე მეტი რა უნდა დააბრალონ სახელმწიფოს, ვიდრე ქალაქის გაუფრთხილებლად დაბომბვა, სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა, ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა, აკრძალული იარაღის გამოყენება და კონფლიქტის ესკალაცია, მეტიც სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადასვლა?
ვინმემ ახსენით, ამაზე უარესი რა ფორმულირებები შეიძლება იყოს და როგორ შეიძლებოდა ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა?
რა თქმა უნდა, თქვენი მომხრეები, სხვადასხვა მოძრაობები, არ შეიმჩნევენ და დისკომფორტს არც თავად შეიქმნიან და არც თქვენ შეგიქმნიან.
ამიტომ დავწერე იმ დღეს, პოზნერი ვის დაჰკარგვია მეთქი. პოზნერი რა ჩიტიცაა, მთელმა მსოფლიომ იცის. ამიტომაც არ დაუცვია ის იმ ქვეყანას, ვისი პასპორტითაც ჩამოვიდა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, 80-ანების ბოლოსაც ყოფილა ჩამოსული, ასარევად. პოზნერებს შემოვიშვებთ, გავაძევებთ, რას გვიწყვიტავს?! ეს რეზოლუცია კი დეოკუპაციამდე ქვეყნის პრობლემად დარჩება. 
ასეთი განცხადებებიც, ყოფილი მაღალჩინისნების და მოქმედი პარტიული ლიდერების მხრიდან, ათასჯერ საზიანოა ქვეყნისთვის, ვიდრე პოზნერისნაირი უსამშობლო პროვოკატორებისგან.
_________________________________
ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ