რა მოხდა ოდესაში, საქართველოს საკონსულოში და ვინ არის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ორი ქვეყნის ტერიტორიაზე 06.04.2021 21:03

დავით ქართველიშვილის პოსტი:

როგორც ცნობილია, საქართველოში გასული წლის მიწურულს, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრ მიხეილ ბატურინთან ერთად, დაკავებული იქნა ორი უკრაინელი მეზღვაური - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო. მას შემდეგ, კიევში პერმანენტულად, საქართველოს საელჩოს წინ, იმართებოდა ამ მეზღვაურების ახლობლების საპროტესტო აქციები მათი დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოთხოვნით. ამჯერად ამ პროტესტების გეოგრაფია გაფართოვდა და დღეს უკრაინელი მესაზღვრეების ცოლებისა და ოჯახის წევრთა აქცია უნდა ჩატარებულიყო ოდესაში, საქართველოს საკონსულოს შენობის წინ. ამ პროტესტის გასაშუქებლად, ოდესაში საკონსულოს შენობასთან მივიდა კერძო სატელევიზიო "მეშვიდე არხის" გადამღები ჯგუფი, რა დროს ადგილი ჰქონდა მეტად სახალისო ინციდენტს. გადამღები ჯგუფის წევრები, შევიდნენ რა დასასვენებლად საკონსულოს შენობაში მოქალაქეთა მისაღებ ოთახში, განთავსდნენ სავარძლებში, იკითხეს ყავა და საკონსულოს გაოცებული თანამშრომლების კითხვას (რომლებმაც შეამჩნიეს, რომ მათ წინაშე არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები): ვინ ბრძანდებით და რა გინდათ - უპასუხეს, რომ გამოგზავნილები არიან მიხეილ სააკაშვილის მიერ აქციის გასაშუქებლად. კონსულის ახსნა-განმარტების შემდგომ, რომ სააკაშვილის შემდეგ ქვეყანას რიგით უკვე მეორე პრეზიდენტი ჰყავს სათავეში და რა კავშირშია უკრაინის მოქალაქე უცხო ქვეყნის საკონსულოსთან მიმართებით განკარგულებების გაცემასთან, ტელებრიგადა მიხვდა დაშვებულ შეცდომას და სასწრაფოდ დატოვა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი შენობა. ამით კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი, რომ სააკაშვილი არ ერევა უცხო ქვეყნის საქმიანობაში - არა მარტო ერევა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების უშუალო ორგანიზატორია უკვე ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს. პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულები ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყვნენ და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს: „მაშინ, როცა სანაპირო დაცვის თანამშრომლები მივიდნენ, გადაჭრეს თოკი და ბაგირი, არ გამოდიოდნენ კავშირზე. მათ არ დაიცვეს წესი, რომლითაც ვალდებულნი იყვნენ სანავიგაციო სისტემები გამოეყენებინათ, რადიოკავშირი დაემყარებინათ, შეტყობინება გაეგზავნათ და ნებართვა აეღოთ,“ - თქვა პროკურორმა.

პროკურატურამ მტკიცებულების სახით დღეს სასამართლოს წარუდგინა პოლიციელებისა და სანაპირო დაცვის თანამშრომელთა ჩვენებები და მათი სამხრე კამერის ჩანაწერები, ასევე დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მათ შორისაა კაპიტნის ჩანაწერები, სადაც ხომალდის დანიშნულების ადგილად განსაზღვრულია ქალაქი ბათუმი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/