01:13 07.04.2021
არც კი ვიცი, როგორ გაიგეთ ჩემი ამბავი, ვამაყობ და მიხარია, მადლობა ქალური სოლიდარობისთვის - ელენე განაია პრეზიდენტს მადლობას უხდის

ელენე განაია, LAG Upper Svaneti - ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ზემო სვანეთი კოორდინატორი, მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მას სოლიდური თანხით დაეხმარა: 

საერთოდ არ ვიცნობ ჩვენს პრეზიდენტს პირადად...სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... ან კი რა ვთქვა... დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის... არც კი ვიცი როგორ გაიგეთ ჩემი ამბავი... ვამაყობ და მიხარია, მადლობა ქალური სოლიდარობისთვის, მადლობა ადამიანობისთვის. იმედი მაქვს მალე პირადად გაგიცნობთ და პირადად გეტყვით მადლობას. გელოდებით სვანეთში,“ წერს ელენე განაია.

 

ელენე 29 წლისაა და ამჟამად სვანეთში ცხოვრობს. რვა წის წინ მას მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა ორი გოგონა, რომლებსაც მარტო ზრდის. ცოტა ხნის წინ ელენე საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დადგა: მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მოვარდნის გამო, მის საკუთრებაში არსებული კოტეჯი, რომელიც ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი, მთლიანად დაიწვა. ხანძრიდან მეორე დღეს, ელენეს მხარდასაჭერად მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა, მესტიის ახალგაზრდებმა მყისიერად დაიწყეს კამპანია „ახალგაზრდები ელენეს მხარდასაჭრად“. ამ ადამიანებმა მას სტიმული მისცეს, რომ ახალი ენერგიით დაეწყო სასტუმროს განახლება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge