დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს 07.04.2021 12:34

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 689 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 168 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

 

ჩინეთში ვაქცინაცია 142 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -82 მილიონს, ინდოეთში კი 84 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.8% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 19%-მა მიიღო. ისრაელისა და აშშ-ს გარდა პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩილესა და მაროკოშია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ