დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

23 აპრილიდან თბილისი მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსს გადმოიბარებს 08.04.2021 00:50

ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია, რომ 23 აპრილიდან თბილისი კუალა-ლუმპურისგან გადმოიბარებს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსს. კუალა-ლუმბური მერვე ცდაზე გახდა მსოფლოს წიგნის დედაქალაზე, - ამის შესახებ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იყო ძალიან რთული და კომპლექსური პროცესი.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევავსეთ აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ სქელტანიანი იყო. წინასწარ შევათანხმეთ ეს პროექტი ჩვენს პარტნიორებთან. ამის შემდეგ ჩვენ გავიარეთ დისტანციური გასაუბრება და მხოლოდ ამის შემდეგ, 2019 წლის 7 ოქტომბერს გამოაცხადა იუნესკომ, რომ თბილისმა მოიპოვა მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის სტატუსი. იყო ზუსტად 2 კრიტერიუმი: პროექტების მდგრადობა და პროექტების ორიგინალურობა“, - განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, თბილისის მერიის ძალისხმევით, თითქმის ყველა ის პროექტი შენარჩუნდა და განხორციელდა, რაც აპლიკაციაში იყო დაწერილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ